Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 03 თებერვალი 2018 12:22

ზამთარი შინმოუსვლელთა პარკში

1972 წელს გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე, შინმოუსვლელთა პარკი გაშენდა. პარკის ტერიტორიაზე 214 ფიჭვის ხე დაირგო. ყოველ მათგანს კი საკუთარი სახელი მიენიჭა, იმ მეჯვრისხეველების მოსაგონრად, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ და მშობლიურ სოფელში ვეღარ დაბრუნდნენ.

xatia 8

 

ამ ტერიტორიაზევე აღიმართა მოქანდაკე სიმონ ზაზაშვილის მიერ შექმნილი „მწუხარე დედის“ ობელისკი, რომელიც ომში დაღუპული ადამიანთა  დედების საერთო მწუხარებას გამოხატავს.  

ტყე-პარკის გაშენების მთავარი ინიციატორი მეჯვრისხევის მაშინდელი კოლმეურნეობის თავჯდომარე გიორგი სუხიშვილი იყო, თუმცა მას მნიშნვნელოვანი დახმარება სოფლის მაცხოვრებლებმა: სანდრო მუმლაძემ, კოხტა, მახათაძემ, თენგიზ თაყაძემ, ანდრო სუხიშვილმა, აკაკი გოგიაშვილმა, თენგიზ გოგიაშვილმა, ანზორ ილურიძემ და ვიქტორ კოჭლაშვილმა გაუწიეს.

1975 წლის 9 მაისს მეჯვრისხევის ტყე-პარკში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ მონაწილეები, აქ ასევე იმყოფებოდნენ ომგამომვლილი ჯარისკაცები.

ტყე-პარკის გაშენებას თან ახლდა რწმენა, რომ მომავალში მეჯვრისხეველებისთვის ეს ტერიტორია ყველაზე საყვარელ ადგილად იქცეოდა.  ერთ ხანს მართლაც სარგებლობდა სოფლის მაცხოვრებლებში პოპულარობით, ხშირად იკრიბებოდნენ ბავშვები და ახალგზარდები, თუმცა უკვე წლებია ამ ადგილს იშვიათ თუ ესტუმრება ვინმე.

მარადმწვანე ფიჭვების ჩრდილში შემალული მწუხარე დედა, დიდი ხანია, თავის ტკივილის მხოლოდ მის უკან ჩამომავალ მდინარე მეჯუდას უმხელს, რომელიც ბევრი სიხარულისა თუ ჭირის მომსწრე გამხდარა მეჯვრისხევში.

 

 

xatia 3

 xatia 5

 

ფოტოები: ხატია მუმლაძე