Print this page

„ანსადა“, იგივე ნათიას სამკაულები

Rate this item
(0 votes)

ნათია გელაძეს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული განწყობა ან სივრცე მუშაობისთვის. ამბობს, რომ როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოს, მუშაობის პროცესში ყველაფერი ავიწყდება და თავიდან ბოლომდე საქმეზე ფიქრობს. ამჟამად, მუშაობს სამკაულებზე, რომლებსაც ტყავისგან, ზამშისგან და  ბარხატისგან ამზადებს.

დამზადების პროცესში მთელი ოჯახი ერთვება. განსაკუთრებით, დედა ეხმარება - წინასწარ უმზადებს მასალებს, რომლისგანაც სამკაული უნდა ააწყოს. ეს დიდ დროს მოითხოვს. დედა ფინანსურადაც ეხმარება.

naTia 1

ნათია მუდამ ცდილობს, ორიგინალური ნივთი დაამზადოს და თუ მომხმარებლის განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის, ასლებს არ აკეთებს. სიამაყით გვაჩვენებს საყურეს, რომელსაც ატარებს და ამბობს, რომ ასეთი ერთადერთია.

დიდი კონკურენციის პირობებში მაინც ახერხებს რეალიზებას. ნივთები საზღვარგარეთაც კი გაუგზავნია. პოპულარიზაციაში მეგობრები და სოციალური ქსელი ეხმარებიან.

ბავშვობიდან მუშაობს ხელნაკეთ ნივთებზე და ამბობს, რომ ყველაფრის კეთება შეუძლია. დღემდე აქვს პატარაობაში დამზადებული ნივთები.

ყველაფრის გაყიდვა არ შეუძლია, შეიძლება შეინახოს ან გააჩუქოს. განსაკუთრებით იხსენებს ძაფებისგან დამზადებულ კონიაკის ბოთლს და ჭიქას, რომელიც გასაყიდად ვერ გაიმეტა და ბიძას აჩუქა.

„ანსადა“ ასე ქვია ნათიას ნამუშევრებს, რომელიც მისი საყვარელი ადამიანების სახელების ინიციალებისგან შედგება. ოცნებობს, ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო ამავე სახელწოდებით, სადაც მთელი ოჯახი იქნება ჩართული. შეკერავენ, მოქსოვენ, აქსესუარებით შეამკობენ და ექნებათ საკუთარი ხაზი.

natia 3

Read 2308 times