სცენისმოყვარეთა ისტორია მეჯვრისხევში და ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას სახლი

იანვარი 20 2018

საქართველოში თეატრის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მით უფრო, გორის თეატრალური ცხოვრება მე-19 საუკუნიდან იწყება, მაგრამ თეატრალური სანახაობები მხოლოდ გორში როდი იმართებოდა.

გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევის სცენისმოყვარეთა ისტორია 1844 წლიდან იწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ მეჯვრისხევის თეატრალულ წრეში ერთიანდებოდნენ ისეთი ისტორიულად ცნობილი მეჯვრისხეველები, როგორებიც იყვნენ: მანანა ერისთავი-ორბელიანისა, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ირაკლი გამრეკელი, გიორგი ჯაფარიძე, მიხეილ სარაული, ილიკო სუხიშვილი და ნიკოლოზ ბერიანიძე. წლების მანძილზე ნიკოლოზ ბერიანიძის მიერ  დაარსებულ დრამატულ წრეებსა და თოჯინების თეატრში ადგილობრივი სცენისმოყვარეები მოღვაწეობდნენ: ნინო არსენაძე, ანეტა ხახუტაშვილი, ვასილ ცინაძე, იოსებ სარაული, იოსებ ბიბილაშვილი, გაიოზ დარჩიაშვილი, ანდრო სუხიშვილი, ოლია ილურიძე და სხვები.

ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას სახელს უკავშირდება გორში პირველი ქალთა საზოგადოების „მანდილოსანის“ დაარსება, რომლის ერთ-ერთი რეგიონული დაწესებულება მეჯვრისხევშიც გახსნა.

იხილეთ:

"მანდილოსანი" - ერთ-ერთიპირველიქალთასოციალურიორგანიზაციასაქართველოში

ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას საცხოვრებელი სახლი მეჯვრისხევის ცენტრში იდგა, რომელიც აგებული იყო ძირითადად რიყის ქვით, შენობა ერთსართულიანი იყო და რაიმე არქიტექტურული განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა. 1964 წელს ამ შენობაში გაიხსნა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალი, სადაც გამოფენილი იყო ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონანტები, ამავე შენობაში იყო განთავსებული სოფლის ბიბლიოთეკა.

1990 წელს მუზეუმი და ბიბლიოთეკა დაარბიეს. მას შემდეგ შენობა ნელ-ნელა იქცა ნანგრვებად. ამ პროცესს დიდ ხანს აყოვნებდა ის გარემოება, რომ შენობის ორი პატარა ოთახი, წლების მანძილზე ეკავა სოფლის აფთიაქს. ბოლო წლებში კი შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა, ის ორი ოთახი კი  სადაც აფთიაქი იყო, დიდი ხანია მიტოვებულია.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი