უნიკალური შეფერილობისა და გემოვნური თვისებების მქონე ღვინო გორის რაიონიდან

სექტემბერი 02 2018

საქართველოში უმარავი უნიკალური ვაზის ჯიში არსებობს, რომელთა შორის მეჯვრისხევის საფერავიცაა.

აღნიშნული ჯიშს “მეჯვრისხევის წითელსაც“ უწოდებენ. ცნობილია, რომ მეჯვრისხევში, ვაზი მცირე რაოდენობითაა და მისგან ღვინოს რამდენიმე ოჯახი აყენებს.

ვაზის ჯიში თავისი განსხვავებული შეფერილობითა და არომატით გამოირჩევა. მის დაწურვას ადგილობრივები ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან იწყებენ. მისგან დამზადებული ღვინო უნიკალური შეფერილობისაა და ბროწეულის ტონებს ატარებს.

გადმოცემის თანახმად, ხომასურიძეების გვარი, რომელიც მეჯვრისხევში გავრცელებულია, ქართლში რაჭიდან გადმოსახლდნენ და სავარაუდოდ, აღნიშნული ვაზის ჯიშიც იქიდან ჩამოიტანეს.

სოფელში ამ ყურძნით დაყენებული ღვინო ძალიან პოპულარულია, გემოში მკვეთრად იგრძნობა მაღალმჟავიანობა.

რადენიმე თვის წინ “მეჯვრისხევის წითელი“ ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჩნდა. თავდაპირველად, ღვინო ქართლის საოჯახო მარნების ასოციაციის მარანში იყიდებოდა, შემდეგ კი რამდენიმე ღვინის მაღაზიაშიც.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი