Beauty Art - თეო ლაფაჩის მიღწეული მიზანი

Rate this item
(0 votes)

გახსნის დღიდან სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრს „Beauty Art”თეო ლაფაჩი ხელმძღვანელობს. ცენტრის გახსნისკენ თეოს იმ გარემოს შექმნის სურვილმა უბიძგა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა.

ჩემი პირველი შეხება ამ ბიზნესთან ერთი წლის წინ დაიწყო. პირველად ჩემი იდეა მეუღლესთან, ოჯახურ გარემოში განვიხილე, რომელისგანაც მივიღე მხარდაჭერა. შედგეი სახეზეა. სალონის გახსნა გადავწყიტე იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო ჩეთან ახლოსაა, სილამაზე ესთეტიკა. მინდოდა ისეთი საქმე მეკეთებინა, რაც სიამოვნებასაც მომანიჭებდა და კომფორტულად ვიქნებოდი ამ გარემოში.“

beauty art - istoria 4

ეს წამოწყება თეოსთვის მარტივი არ ყოფილა. ამბობს, რომ სირთულეებს დღესაც ხვდება, რადგან ადამიანების ნდობის მოპოვება და ამ ნდობის გამართლება რთული პროცესია.

„სირთულე ახლავს ყველა ახალ საქმეს და ახალ წამოწყებას, კონკურენცია ძალიან დიდია ჩვენს ქალაქში, ახლები ვიყავით, დამწყები და ეს თავისთავად სირთულეს ქმნიდა, უნდა მოგვეპოვებინა ნდობა მომხმარებლის და ეს ნდობა გაგვემართლებინა.“

დროის მოკლე მონაკვეთში მიღწეული შედეგით თეო კმაყოფილია, თუმცა მომავალს კიდევ უფრო იმედიანად უყურობს. ფიქრობს, რომ ცენტრს ყველა რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ მეტი მომხმარებელი და მეგობარი გაიჩინოს.

beauty art - istoria 3

მთავარი სირთულე იყო თანამშრომლების შერჩევა, როგორ მოხდებოდა ჩემი და მათი თანამშრომლობა, კომუნიკაცია. საბედნიეროდ, ერთწლიანი თავდაუზოგავი შრომის წყალობით, შევქმენით პრფესიონალების გუნდი და ბიუთი არტი დღეს ერთ ერთი ლიდერი სალონია ადგილზე. ჩვენთან არის პროფესიონალებით დაკომპლექტბული გუნდი, უახლესი აპარატურით და ტექნიკით. ეს არის სივრცე, რომელიც შედგება ორი სართულისგან, პირველ სართულზე განთავსებულია თმის მოვლის პროცედურები და მანიკური. მეორე სართულზე სოლარიუმები, მასაჟი, პედიკური სახის მოვლა, ეპილაცია, კოსმეტოლოგია. ჩვენი მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს ყველა იმ პროცედურას, რაც ესაჭიროება მას.“

თეო ფიქრობს, რომ სიახლეების ძიებისა და განვითარების მუდმივი სურვილი „Beauty Art”-ს მომავალშიც ბევრ წარმატებას მოუტანს.

Read 3104 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი