ფოტოგრაფი, როგორც მკვლევარი

წერილები Written by  სამშაბათი, 16 იანვარი 2018 10:01 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნიკა სომხიშვილი

ვფიქრობ, ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია იყოს მკვლევარი - არ იღებდეს უბრალოდ გარემოს ისეთს, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მიყვარს ისინი ვინც ცდილობენ დაინახონ უფრო მეტი, ვიფრე მხოლოდ ფორმა. ხშირად ვცდილობ, გადავიღო ის, რაც ჩემს შიგნით ხდება, რასაც განვიცდი, შევიგრძნობ, რაზეც ვფიქრობ იმ მომენტში, ვიკვლევ ჩემს თავში მიმდინარე პროცესებს, იმას რაც განმსაზღვრავს მე. ფოტოგრაფია კომუნიკაციის საშუალებაა ჩემსა და გაუცხოებულ სამყაროს შორის.

ვითხოვებ კარგ დღეებს - დღეს, როცა იცინოდით; დღეს, როცა შეყვარებულთან ერთად ისხედით სახურავზე და არაფერი არსებობდა თქვენს გარდა; დღეს, როცა მიხვდით რა გჭირდებოდათ; დღეს, როცა მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება; დღეს, როცა ჩაჯექით თვითმფრინავში და წახვედით შორს სასწავლებლად; დღეებს ვითხოვებ, უბრალო კარგ დღეებს...

1 ნიკა

გადაგდებული დღე ...

 

ნიკა 2

 

დიდი ხანია, აღარ ვიყურებით ჩვენი ფანჯრებიდან.
დიდი ხანია, მოგვბეზრდა ჩვენი ხედები.

მოგვბეზრდნენ ხეები,
სკვერები,
კორპუსები,
გზები,
მაღაზიები,
მთები,
ეკლესიები,
გამვლელებიც და გამომვლელებიც,
მთის მწვერვალებიც და ცაც,
ღრუბლებიც და მზეც ჩვენი ფანჯრებიდან.
დიდი ხანია, მოგვბეზრდა ჩვენი ხედები...

ნიკა 3

 

ნიკა 4
მიდი...

მნიშვნელობა მხოლოდ საკუთარი შთაბეჭდილებების აღბეჭდვას აქვს. ისიც მხოლოდ შენთვის ...

ღამე ...

რა თქმა უნდა, მნახველი ხშირად ვერ ამყარებს ემოციურ კავშირს ფოტოსთან, მაგრამ რა ვქნა, ჯერ ვერ ვიპოვნე თავის გამოხატვის უკეთესი ფორმა.  ^_^

 

Read 1455 times Last modified on ორშაბათი, 19 მარტი 2018 10:28

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი