სახლი, როგორც საგამოფენო სივრცე

Rate this item
(0 votes)

მალე 70 -ის გახდება და იმ პერიოდს იხსენებს, 5 წლის რომ იყო და პირველი ხელნაკეთი ნივთი შექმნა. 11-12 წლის ასაკში უფრო სერიოზული ნაქარგები გაჩნდა. ახლაც შენახული აქვს მაშინ მოქარგული ჯვარი. ამბობს, რომ ქარგვა ბიცოლამ ასწავლა და შეაყვარა. დედა სერიოზულად არ უყურებდა მის საქმიანობას. 

poa

წლები გავიდა და წერა დაიწყო. საზოგადოება ოლია ბრაგვაძეს იცნობს, როგორც პროზაიკოსსა და ჟურნალისტს, თუმცა ქარგვას და ქსოვას საკმაოდ გამორჩეული ადგილი აქვს მის ცხოვრებაში. იხსენებს, რომ მეუღლე- ოთარ ქუთათელაძე დაეხმარა მზითვებში მოტანილი  ძველი ნაქარგების „გაცოცხლებაში“ და ასე  დაუბრუნდა ამ საქმიანობას. მას მერე აქტიურად ქარგავს. სურათების უმეტესობა გამოფენილია მის სახლში. ჭარბობს რელიგიური თემატიკა, თუმცა შევხვდებით ცნობილი მხატვრების, მათ შორის ქალების პორტრეტებს, სხვადასხვა პეიზაჟებს, საოცნებო ქვეყნის თუ ქალაქების სურათებს.

ოლია ბრეგვაძეს წერისგან განსხვავებით, ქარგვისას რაიმე განსაკუთრებული განწყობა არ ჭირდება.

კითხვაზე, წერის მაგივრად სათქმელი ნახატით თუ გადმოუცია, პასუხობს, რომ არა. თუმცა, უახლოეს მომავალში აპირებს საკუთარი ნაწერების ნაქარგებში გარდასახვას.

მონაწილეობა მიუღია უამრავ გამოფენაში. პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 2000 წელს, სადაც გამოიტანა როგორც ნაქარგები, ასევე ნაქსოვი ნივთები.

დღეს ამბობს, რომ გამოფენებში მონაწილეობას აღარ აპირებს. სახლში აქვს მოწყობილი სურათების გალერეა და სიამოვნებით მიიღებს დამთვალიერებლებს. წუხს, რომ უამრავი ნაქარგი დევს, რომელსაც უსახსრობის გამო ჩარჩოში ვერ ათავსებს. კედელზე გამოფენილ ნამუშევრებს გასაყიდად ვერ გაიმეტებს, თუმცა შეკვეთას ახალი ნაქარგის დასამზადებლად მიიღებს.

ზის, ქარგავს, უსმენს კლასიკურ მუსიკას და ფოლკლორს, წერს. წერს იმ მარტოობასა და მოგონებებზე, რომელშიც  წელიწადზე მეტია საყვარელი მეუღლის გარდაცვალების მერე ცხოვრობს.

გორი, მშვიდობის გამზირი, 14. სახლი, რომელსაც სახალხო არტისტ ოთარ ქუთათელაძის მემორიალური დაფა ამშვენებს, მისი მეუღლის  ოლია ბრაგვაძის ნაქარგების გამოფენაზე გელით.

oliaaaa

 

Read 1654 times Last modified on კვირა, 14 იანვარი 2018 07:59

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი