Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 13 იანვარი 2018 12:44

ქალაქი შემაღლებული ადგილიდან (ფოტოები)

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: კახაბერ ქარელიძე

 

 

ფოტოგრაფისთვის, რომელიც  დაკავებულია ხედების გადაღებით, მისწრებაა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ერთი კი არა, რამდენიმე შემაღლებული ადგილია. გორს ამ მხრივ დასაკვეხნი საკმაოდ ბევრი აქვს - ქალაქში რამდენიმე ასეთი ადგილი არსებობს არსებობს: გორიჯვრის მთა, კვერნაკის მთა, გორის ციხე და ა.შ. მოკლედ, ქალაქის გადაღება შესაძლებელია სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ცენტრიდანაც. მარტივად რომ ვთქვათ, საბედნიეროდ, ხედების გადაღება თუ მოგინდა, შესაბამის ადგილას მარტივად მოხვდები. 

 

მე კიდევ უფრო გამიმართლა - გორის ციხესთან ახლოს ვცხოვრობ და ქალაქის ხედებიც ხელიც გულზე მიდევს. 

დატო

მახსოვს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. როცა მკითხეს, თუ რამდენჯერ ვიქნებოდი ზემოთ ციხეზე ნამყოფი. მე ვუპასუხე დაახლოებით ალბათ ხუთჯერ მეთქი. სასაცილოდ არ ეყოთ ეს ამბავი. არაფერი საქმე არ მქონდა იქ და რა მეკეთებინა? აი, რაც კამერა დავიჭირე ხელში, ასვლა უფრო ხშირად მიწევს. შეიძლება უბრალოდ ცა მომეწონოს და მაგიტომ ავიდე. ან დაისი გადავიღო. ვცდილობ, ისეთი კადრი დავიჭირო, რასაც სხვა ვერ დაიჭერს. ალბომს, რომელსაც ამ წერილში წარმოგიდგენთ, არასრულია. სამწუხაროდ, ბევრი ფოტო დავკარგე. მართალია, მთელი ქალაქის აღქმაში ეს ფოტოები ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ იმას კი ნამდვილად შეგახსენებთ, რომ გორს თავისი სილამაზე აქვს. 

დატოოო

 

დათოო

 

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

 

Read 2238 times Last modified on ორშაბათი, 19 მარტი 2018 14:26