გოგა ოთინაშვილის სათამაშოები - წარმატების ისტორია

Rate this item
(0 votes)

20 წლის გოგა ოთინაშვილმა ორი წლის წინ პლასტმასის ბოთლებისგან ეკო-ნავი ააწყო, ახლა კი სათამაშოების საწარმოს ხსნის. 

გოგა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სხვადასხვა ნივთებს ბავშვობიდან ქმნის. 


"დაახლოებით 12 წლიდან უკვე ვცდილობდი ჩემთვის დამემზადებინა სათამაშოები, რისთვისაც ვიყენებდი თითქმის ყველაფერს რაც გამომადგებოდა, თუნდაც გამოუსადეგარ ნივთებს“, - იხსენებს გოგა.


ახალგაზრდა გამომგენებელმა სათამაშოების საწარმოს გახსნა “ახალგაზრდა მეწარმეთა“ სკოლაში, ერთ-ერთ პროექტში გამარჯვების შემდეგ, გადაწყვიტა.


“მოვიპოვე დაფინანსება, 7000 ლარი. მცირე საწარმოს გასახსნელად ეს თანხა, ამ ეტაპზე, საკმარისია. შევიძინე საჭირო დანადგარები, რაც დასაწყისისთვის არის საჭირო. სათამაშოები იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ხისგან დამზადებული ნაწარმი".


ჩვენთან საუბარში გოგა ამბობს, რომ ეკო-ნავის შემდეგ, კიდევ ერთ ინოვაციურ პროქტზე მუშაობდა, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება ვეღარ შეძლო.


„ბოთლებისგან ნავი - ეს იყო ერთ-ერთი ჩემი უდიდესი პროექტი, რომელიც მალევე გახდა პოპულარული ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად მქონდა 2-ადგილიანი ავტომობილის პროექტიც, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებული მაქვს.“


გოგა დიდი ლიახვის ხეობის სოფლიდან, ქერმეტიდანაა. ამბობს, რომ მშობლიური სოფელი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვს.


“ცხოვრებით არ მიცხოვრია, იქ დავიბადე. ზაფხულობით ჩავდიოდი დასასვენებლად. ბოლოს, როცა მე იქ ვისვენებდი, ვიყავი ძალიან პატარა, თუმცა ფრაგმენტები მაინც მახსოვს ყოველდღიური ცხოვრების.“


გოგა ოთინაშვილს უკვე საკუთარი სათამაშოების ბრენდი “საგო“ აქვს, რომელიც ხისგან დამზადებულ სათამაშოებს და სხვადასხვა ნივთებს არამარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც ქმნის.

გოგა ოთინაშვილის სათამაშოები  წარმატების ისტორია

 

 

Read 1626 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი