არინა თავაქარაშვილი - არაერთი წარმატება ერთ წელში და ცხოვრების წესად ქცეული პროფესია

Rate this item
(0 votes)

არინა თავაქარაშვილი ერთ-ერთია იმ მასწავლებლთა შორის, რომლისთვისაც მთელი თავისი საქმიანობა დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება.

 

„მე დავიბადე და გავიზარდე პედაგოგების ოჯახში. მამიდა პედაგოგი იყო და თავისი ცხოვრების 56 წელი განათლებას შესწირა. დედა პედაგოგი იყო და თავისი ცხოვრების 31 წელი პედაგოგიურ საქმიანობას შეწირა. ასე, რომ განათლებაში ვარ ბავშვობიდან. და ვთვლი, რომ ეს არის სფერო, რომელშიც თუ ადამიანი ბოლომდე გაიხარჯება, კვალს თუ არა წერტილს მაინც დატოვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

arina tavaqarashvili maswavlebeli warmatebebi anna

არინა თავაქარაშვილს ამჟამად სალექციო კურსი უმაღლეს სკოლაში აქვს. ის სულხან- საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლის. მისი საქმიანობა სამაგალითოდ არაერთხელ შეაფასეს და აღიარეს, თუმცა თავად საკუთარ მიღწევებზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ ჯილდოები და პრიზები მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ჯილდოები და პრიზები ნაკლებად მიყვარს, მაგრამ ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემს ცხოვრებაში 2017 წელი. საბჭოთა პერიოდში ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ან დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოვესწრებოდი ან თავისუფალ სამყაროს ვნახავდი და როდისღაც ვიღაცა დაინახავდა ჩემს საქმიანობას“.

არინამ გასულ წელს პრეზიდენტის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსში გაიმარჯვა.

„პრეზიდენტის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე უნდა წარგვედგინა ესე, თუ როგორ ვხედავთ კონსტიტუციას. ძალიან გამიხარდა, რომ ესეების კონკურსში წარმატება მოვიპოვე, წარმატება პრიზთან არ იყო დაკავშირებული, წარმატება იყო დაკავშირებული იმ იდეურ გზასთან, როგორც მე, ერთი მოქალაქე ვუცქერი, კონსტიტუციის განვითარებას და საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და როცა ეს ვიღაცამ დაინახა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. მე ამას მთელი ცხოვრება სათუთად მოვუფრთხილდები.“

ამავე წლის 10 დეკემბერს კი, სამხრეთ კავკასიაში ლექტორთა ქსელმა მას დემოკრატიის ჯილდო გადასცა.

„ამაზე დიდი ჯილდო ამ ქვეყნად არ მიმიღია და ვერც ვერასოდეს ვერ მივიღებ, რადგან წარდგინებას აკეთებდნენ სტუდენტები. ეს ჯილდო პირველად გაიცა საქართველოში, როცა პირველი ხარ, ამისი ამბიცია თუ გაქვს და ჯილდოს იღებ, მთელი ცხოვრება უნდა ატარო ღირსეულად“.

არინასთვის დემოკრატია იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ მის გარეშე ცხოვრება ძნელად წარმოუდგენია. ის ფიქრობს, რომ ახალგაზრდებში დღითიდღე მატულობს რესურსები დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად.

„დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან განსხვავდება ჩემი თაობის ახალგაზრდობისგან, საბედნიეროდ ისინი უფრო თავისუფლები არიან, უფრო პრაქტიკულებია არიან. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი განათლების სისტემა ძალიან ბევრს აძლევს ახალგაზრდებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ვაკვირდები, ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ძალიან მოიწადინა ცოდნის მიღება, მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. სამწუხაროდ ჩვენი განათლების სისტემა ამ სირთულეს ვერ ეწევა და ამიტომ არის სირთულე ახალგაზრდებთან მუშაობის. მოთხოვნას შესაძლებლობები ჩამორჩება, გონებრივ შესაძლებლობებს საზრდოს მიწოდება ჩამორჩება, სტაბილურად უნდა ხდებოდეს სისტემური ცვლილება და საგანმანათლებლო სისტემის ხელშეწყობა. ეს არის პროცესი, სადაც მასწავლებელი/ლექტორიც სწავლობს და მიიღებს ამ ცოდნას მოსწავლე და სტუდენტი. ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა მიდიოდეს, მაგრამ რატომღაც არ მიდის.“

არინა საკუთარ მოსწავლეებს და სტუდენტებს ხშირად მეგობრებად მოიხსენიებს. ამბობს, რომ სასწავლო პროცესში, ისიც მათთან ერთად ვითარდება და ფიქრობს, რომ ეს ყველაზე ღირებულია, რისი მიღებაც საკუთარი პროფესიისგან შეუძლია. კითხვაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს მასწავლებლის წარმატებად, არინა გვპასუხობს:

„გიყვარდეს ახალგაზრდები და მისცე მათ ყველაფერი, რაც იცი.“

Read 1853 times Last modified on შაბათი, 09 ივნისი 2018 15:28

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი