Back to Top
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 11:09

„ნათინე“ - ნათია ხარიბეგაშვილის ხელნაკეთი ნივთები, რომელიც ნატურალური ქვებისგან იქმნება

Written by
Rate this item
(0 votes)

“ნათინე“ - ასე ჰქვია 27 წლის ნათია ხარიბეგაშვილის ბრენდს, რომელიც ხუთი წელია ვითარდება. ნათია პროფესიით ბიზნეს - ადმინისტრატორია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს.

 

როგორც თავად ამბობს, ჰობი, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა ძირითად საქმედ აქცია და დაიწყო სხვადასხვა ხელნაკეთი სამკაულების დამზადება.

 

 

“ბავშვობიდან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ვქმნიდი ჩემი დიზაინით ბეჭდებს, სამაჯურებს სხვადასხვა სამკაულებს, მსიამოვნებდა თავისუფალი დროის ამ საქმეზე დხარჯვა. ბოლო 5 წელია, რაც აქტიურად ჩავები, ძირითადად ვაკეთებ აბადოკებს, ბაფთებს, სამაჯურებს, გულსაბნევებს და სხვადასხვა სტილის თმის სამაგრებს. თითოეული აქსესუარი გაწყობილია როგორც ნატურალური, ასევე ნაკლებად ძვირფასი თვლებით“, - ამბობს ნათია ხარიბრგაშვილი.

 

 

“ნათინეში“ იქმნება ექსკლუზიური მოდელები, რომლებიც ძირითადად ნატურალური ქვებით ფორმდება.


“ეს საქმიანობა მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და შრომას. ყველა ნივთი არის სხვადასხვა სირთულის, ყოველთვის ვცდილობ, რომ თითოეული ჩემ მიერ შექმნილი ნამუშევარი იყოს ორიგინალური. ვამზადებ ექსკლუზიურ მოდელებს, ძირითადად ძვირფასი ქვებით, რომლებიც იქმნება კონკრეტული პიროვნებისთვის. მიმდინარე წელს, პანდემიიდან გამომდინარე, შემექმნა წინააღმდეგობა მასალების ყიდვასთან დაკავშირებით, რაც არც თუ ისე კარგად აისახა ჩემს საქმიანობაზე“, - აღნიშნა ნათიამ.

 

 

ნათია სხვადასხვა გამოფენებში იღებს მონაწილეობას და საკუთარი ნამუშევრების რეალიზებას ინტერნეტით ახდენს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

“ვცდილობ, რომ აქტიურად ჩავერთო და მონაწილეობა მივიღო ამა თუ იმ გამოფენაზე, რაც ხელს შემიწყობს პროფესიულ განვითარებაში. რაც შეეხება რეალიზებას, მაქვს Facebook გვერდი, საიდანაც ვიღებ შეკვეთებს და შემდეგ ვაგზავნი ფოსტის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც - ამერიკა, გერმანია, საბერძნეთი, იტალია - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, რომლებშიც აქტიურად ვახორციელებ გზავნილებს”, - თქვა ხარიბეგაშვილმა.

 

ნათია ნამუშევრებს მარტო ქმნის, ამ ეტაპზე დამხმარე არ ჰყავს. სამომავლოდ გეგმავს საკუთარი მაღაზიის გაკეთებას, სადაც ახალგაზრდებს მისცემს დასაქმების საშუალებას.

Read 532 times Last modified on ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 11:23