Back to Top
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 12:33

"მოგზაური" - ახალგაზრდული კლუბი, რომელიც მასწავლებლის ენთუზიაზმით არსებობს

Written by
Rate this item
(0 votes)

"მოგზაური" - ასე ჰქვია ახალგაზრდულ კლუბს, რომელიც მაია მიხანაშვილმა 12 წლის წინ შექმნა. კლუბის შექმნა მასწავლებელმა ახალგაზრდების გასააქტიურებლად გადაწყვიტა.

 

“ახალგაზრდული კლუბი “მოგზაური“ რამოდენიმე წელია არსებობს. აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა თემებით ინტერესდებიან. როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, ძალიან პასიური სასკოლო ცხოვრება იყო, იდეაც აქედან წამოვიდა. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით, ასე რეგულარულად, თუ საჭიროა მთელი კვირაც აქ ვართ. გააჩნია, აქტივობები როგორ არის დაგეგმილი“, - გვიყვება მაია მიხანაშვილი.

 

ის კარალეთის #1 საჯარო სკოლაში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მაიას უნდა, რომ ახალგაზრდებს სამოქალაქო კულტურის განვითარებაში საგაკვეთილო პროცესის მიღმაც დაეხმაროს.

 

"ამ ჯგუფის მიზანია მოსწავლეები გააქტიურდნენ, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში და მოემზადნონ მომავლისთვის. მიეჩვივნონ პრეზენტაციებს, მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰქონდეთ. მოსწავლეები, რომლებმაც დაამთავრეს და წავიდნენ თავად შექმნეს მსგავსი კლუბები და გვაქვს, რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობა".

 

კლუბს ფაქრთი გორის მუნიციპალიტეტმა გამოუყო. მაია ამბობს, რომ დაფინანსების ქონის შემთხვევაში, აქტივობებიც გამრვალაფეროვნებასაც შეძლებდა.

 

"პატარა ოთახში გადმოვედით, სადაც ბიბლიოთეკა გვაქვს მოწყობილი. ოთახი 25 ბავშვისთვის პატარაა. წიგნების ნაკლებობას განვიცდით, უნდათ ბავშვებს კითხვა. პროექტებიც გვქონდა, სოფელშიც შევაგროვეთ, მაგრამ არ არის საკმარისი, აქტიურ მკითხველთა წრეც გვაქვს და წიგნების პოპულარიზაციას ვეწევით, გვინდა რომ ახალი წიგნები გვქონდეს. არც ინვენტარი გვაქვს, შეხვედრებს რომ ვატარებთ ტექნიკას ვთხოულობთ მეგობარი ორგანიზაციისგან“, - გვითხრა მაიამ. 

 

მასწავლებელი ფიქრობს, რომ სოფელში ცხოვრება იმდენად ერთფეროვანია, რომ ასეთი კლუბების ფუნქციონირება აუცილებელიც კია, რათა ახალგაზრდებმა ახალი ინტერესები აღმოაჩინონ და დრო საინტერესოდ გაატარონ.

 

ასეთი კლუბების არსებობა ახალგაზრდებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.

Read 469 times