Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 16:17

ვაშლის და ციტრუსის ჩირები - ბადრი ციქუბაძის წარმატების ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

მიზნის მისაღწევად შრომა ყველა ადამიანის მთავარი გამოწვევაა, თუმცა ყველა როდი ახერხებს, დასახულ მიზნამდე მისვლას და სამომავლო გეგმების დასახვას სირთულეების გარეშე.


ბადრი ციქუბაძე ფიქრობდა, რომ საკუთარი წარმოებას მარტივად ვერ დაიწყებდა, თუმცა დაუღალავი შრომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მიზნის მიღწევაში საკუთარი თავის რწმენა დაეხმარა.

 

 


ბადრი ციქუბაძემ საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ხილისგან ჩირის გაკეთება ერთი წლის წინ დაიწყო. საჭირო ინფორმაციის მოძიების შემდეგ, აეროდინამიკაც კი შეისწავლა დაელექტრო სისტემების აწყობა დაიწყო. 


“ადამიანები განწყობილები ვართ ხოლმე, რომ გარეთ ვეძებოთ პრობლემა და რაღაცა რომ არ გამოგვდის, სხვას დავაბრალოთ. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი მონდომების გარეშე არაფერი გამომივიდოდა, თუ აქამდე რამე არ გამომდიოდა, ჩემი სიზარმაცის ბრალი იყო. ბევრი წვალები კი დამჭირდა, მაგრამ შედეგსაც ვხედავ“, - ამბობს ბადრი.

 

 


ბადრის ხილის საშრობი დანადგარი საკუთარ სახლში აქვს გაკეთებული. ამბობს, რომ მისი წარმოების მიმართ დაინტერესება თანდათან იზრდება, რაც ტექნოლოგიის დახვეწისა და საშრობების დამატების საჭიროებასაც აჩენს. 


“ამ დროისთვის საშრობი, სადაც ჩირები კეთდება სახლში მაქვს, თუმცა გაფართოებას ვგეგმავ, ავტოფარეხი მაქვს და ალბათ იქ გადავიტან წარმოებას, საშრობებსაც დავამატებ."

 

 

ახალგაზრდა მეწარმე საკუთარი შრომით მოყვანილი ხილისგან და ბოსტნეულისგან, ჩირის გარდა, სხვადასხვა სახის პროდუქტებსაც ამზადებს. ამბობს, რომ დღევანდელი შედეგის მიღწევაში საკუთარი რწმენა და მონდომება დაეხმარა. 

 

“სამომავლოდ გამოფენებშიც ვაპირებ მონაწილეობას , რადგან ეს ძალიან კარგი საშუალებაა პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, პირადად ეცნობიან შენს პროდქტს, ვინც ყიდულობს და სანდოობის თვალსაზრისით ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ინტენეტით ან სატელივიზიო პიარის შემთხვევაში.“


ბადრი წელს დაგეგმილ გამოფენებში მონაწილების მისაღებად უკვე დარეგისტრირდა.

Read 733 times Last modified on ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 16:42