Back to Top
 

JPrize Web Geo

გორში შიდა ეზოების უმრავლესობა მოსაწესრიგებელია. რადიო "მოზაიკამ" გადაიღო ფოტოები, რომლებიც გორის სხვადასხვა უბანში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

Comment

ევროკავშირის რეკომენდაციით, 2019 წელს გორის მერიას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული პოტენციალის მქონე ღირსშესანიშნაობების ინვენტარიზაცია უნდა მოეხდინა, თუმცა როგორც რადიო "მოზაიკას" უთხრეს, ამ ეტაპზე ერთიანი ნუსხა შედგენილი არ არის.


 

"ვიცით, რა ღირსშესანიშნაობებიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა მათი ინვენტარიზაცია და ერთიანი ნუსხის შედგენა ჯერ არ მომხდარა. დაინტერესებულ პირებს, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ძეგლები მოძიება ინტერნეტში, "დაგუგვლით" შეუძლიათ", - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა.

 

რობერტ მაღლაკელიძის თქმით, ერთიანი ჩამონათვალის გაკეთება მომავალში იგეგმება, თუმცა ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

 

ევროკავშირის სამდივნომ, დოკუმენტის "გორის ეკონომიკური განვითარების გეგმა" შემუშავების პროცესში, ჩათვალა, რომ გორში ტურიზმის განვითარებისთვის, პირველ რიგში, სწორედ ტურისტული პოტენციალის მქონე ღირსშესანიშნაობების აღწერა იყო საჭირო.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა გაეკეთებინა.

 

რაც შეეხება ფინანსებს, დოკუმენტის მიხედვით, ინვენტარიზაციისთვის დაახლოებით 11,000 ლარი უნდა დახარჯულიყო.

ევროკავშირის სამდივნოს გათვლით, ადგილობრივი ხელისუფლება ინვენტარიზაციის შედეგად მოძიებულ ინფორმაციას გამოიყენებდა მუნიციპალიტეტის უკეთ პოპულარიზაციის, ტურისტული მარშრუტების შექმნის/გაუმჯობესების და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის მიზნით.

 

ინფორმაციისთვის, დოკუმენტი "გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა" არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის სამდივნოს ჩართულობით მომზადდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი გორს ტურიზმის მიმართულებით აქვთ. შესაბამისად, 2-წლიანი (2019-2021) გეგმის მიხედვით, გორის მერიამ ტურიზმის განვითარება სწორედ ტურისტული ძეგლების აღწერით უნდა დაიწყოს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Comment

გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეკონომიკური განვითარების ოფიცერი. ეს პოციზია მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში არსებობს და ის ევროკავშირის რეკომენდაციით შეიქმნა.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციას საკუთარ ვებ.გვერდზე არადამუშავებ ფორმატში (DjVu) ტვირთავს, რაც დაინტერესებულ პირებს სასურველი ინფორმაციის სწრაფად და მარტივად ნახვის შესაძლებლობას არ აძლევს.

Comment

გორში წმინდაწყლისა და კომბინატის დასახლებების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის საკითხი, წლებია, აქტუალურია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვასთან ერთად, ქალაქის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

Comment

"ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც გორის მერიამ ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის სამდივნო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარა მუნიციპალიტეტის პოტენციალის განსაზღვრასა და განვითარების გეგმის შემუშავებაში.

Comment

გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურში ნარკოლოგიური ცნობები მიატანინეს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სააგენტოს თანამშრომლებმა აცნობეს.

Comment

შიდა ქართლის გუბერნია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 660 000 ლარით დაფინანსდა. უწყების ცნობით, შარშანდელთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია.

Comment

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სკამების შეძენას გეგმავს. რა თანხა დაიხარჯება ინვენტარის შესაძენად ჯერჯერობით უცნობია.

Comment

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში პროექტების შერჩევა უკვე დაწყო. 

Comment