Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 06 დეკემბერი 2019 12:11

გორის მერიამ ავტომანქანების შესაძენად წელს 182 567 ლარი დახარჯა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს 4 მანქანა შეიძინა. აქედან 3 ერთეული RENAUTI მაღალი გამავლობის ავტომანქანაა, თითოეულის საბალანსო ღირებულება - 43680 ლარით განისაზღვრა.


2019 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით კიდევ ერთი ავტომანქანაა შეძენილი. FORD RANGERI პიკაპის საბალანსო ღირებულებამ-51527 ლარი შეადგინა.

წლევანდელისგან განსხვავებით მერიის მიერ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში გასულ წელს ავტომანქანების შეძენის ფაქტები არ ფიქსირდება. რაც შეეხება წინა წლებს, VAZ-2131 მაღალი გამავლობის ავტომანქანა მერიას 2017 წელს გადაეცა, რომლის საბალანსო ღირებულება-12000 ლარითაა წარმოდგენილი.

2016 წელს კი გორის მუნიციპალიტეტმა 2 ერთეული MITSUBISHI L200 შეიძინა. თითოეულის საბალანსო ღირებულება - 38 000 ლარით განისაზღვრა.


მთლიანობაში გორის მერია 395 267 ლარის ღირებულების ავტომანქანებს ფლობს. აქედან 182 567 ლარი ამ მიმართულებით წელსაა დახარჯული.

Read 2159 times