მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერიამ 10 თვეში 533 556 ლარის უძრავი ქონება გაყიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უძრავი ქონების გაყიდვით, ათ თვეში, 533 556,27 ლარი მიიღო, - ეს ინფორმაცია მერიის ეკონომიკური სამსახურის ანგარიშშია მოცემული.

დოკუმენტში წერია, რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელია სხვა ობიექტების გასხვისებაც.

"ვფიქრობთ, წლის ბოლომდე შესაძლებელია აღნიშნული თანხა გაიზარდოს", - ამბობენ ეკონომიკური სამსახურის ქონების განყოფილებაში.

ამჟამინდელი მდგომარეობით, მერიამ ობიექტების ნაწილი - წინასწარ შედგენილი საპრივატიზაციო ნუსხით, ნაწილი კი მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე გაასხვისა.

"საპრივატიზაციო ნუსხით გაყიდული ქონებიდან შემოსულმა თანხამ 421 709 ლარი შეადგინა. ხოლო, მუნიციპალიტეტის თანხმობის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაყიდული ქონებიდან შემოსულია 111 847,27 ლარი", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ბოლო ათ თვეში, მერიამ ობიექტები იჯარითაც გასცა, საიდანაც ადგილობრივ ბიუჯეტში 199 319 ლარი შევიდა.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 392 times

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი