მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" გორელი დეპუტატი

"ქართული ოცნების" გორელი დეპუტატის ოჯახმა, წლების განმავლობაში, 35 950 კვ.მეტრი მიწის ფართობი 10 500 ლარად შეიძინა.

"ქართული ოცნების" გორელი დეპუტატის, ზურაბ ყაჯრიშვილის ცოლმა მიწის ნაკვეთი იყიდა - მან 1 კვ. მეტრში 16 თეთრი გადაიხადა.

ზურაბ ყაჯრიშვილის მეუღლემ, ვინმე იოსებ მინდიაშვილთან ერთად, სოფელ ფხვენისში მდებარე მიწის ნაკვეთი 2019 წელს იყიდა. ის უძრავი ქონების 83%-იანი წილის მფლობელია.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 5 602 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთში 900 ლარია გადახდილი.

ამავე თემაზე: ზურაბ ყაჯრიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ყაჯრიშვილების ოჯახი სოფელ ფხვენისში მიწის ნაკვეთებს დროდადრო ყიდულობს.

ზურაბ ყაჯრიშვილმა მიწის ფართების შეძენა 2002 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახელზე ამ სოფელში მდებარე 6 მიწის ნაკვეთი ფიქსირდება, რომელთა ფართობი საერთო ჯამში 30 000 კვ.მეტრს აჭარბებს.

ყაჯრიშვილი, წლების მანძილზე, ერთ კვ. მეტრ ფართობში 20, 24 ან 33 თეთრს იხდიდა. ყველაზე მეტი, 1,02 ლარი 1 კვ. მეტრში 2016 წელს გადაიხადა - სამი წლის წინ, 2946 კვ.მ.  ფართობის მიწის ნაკვეთი 3 000 ლარად შეიძინა.

ზურაბ ყაჯრიშვილს ამავე სოფელში 50 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლიც აქვს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი უძრავ ქონებას გორშიც ფლობს - მას ქალაქში ნახევრადსარდაფი და საცხოვრებელი სახლი აქვს.

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 898 times Last modified on ნოემბერი 12 2019

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი