მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერიას ხელშეკრულებით კიდევ ერთი მძღოლის აყვანა სურს

გორის მუნიციპალიტეტის მერია შრომითი ხელშეკრულებით ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს, - ამის შესახებ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც მერიის წარმომადგენელმა განმარტა, მერია ავტოპარკისთვის მანქანის შეძენას გეგმავს, რისთვისაც მძღოლის აყვანაა საჭირო.

საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირმა ამბარდნიშვილმა საკითხს მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, დამატებითი კადრების ასაყვანად შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს

"მძღოლს როცა ნიშნავთ უნდა მოიტანოთ ჩანაწერი, რომელი ჩანაწერით ნიშნავთ. მძღილი უნდა ჰყავდეს მერს დაერთ მოადგილეს. წაიკითხეთ და გაერკვიეთ", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე ამბარდნიშვილის კომენტარს პასუხობს. მისი თქმით, მერიას სრული უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლი აიყვანოს.

"მძღოლი არის მეიიის თანამშრომელი, როცა მერიას დაჭირდება მძღოლს დანიშნავს, როცა მუნდება სპეციალისტს. არ შეიძლება ირმა ერთი ადამიანი ყველაფერჩიკი იყოს და ყვერლაფერში ერკვეოდეს. პრეტენზია გაქვს თემებზე რომელიც არ იცი", - თქვა მარლენ ნადირაძემ.

რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელს ზაზა ნასყიდაშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთზე განმარტება სთხოვა, რის საფუძვეზეც ახალი კადრის აყვანა გახდა საჭირო.

"მერია ახალი ავტომანქანის ყიდვას აპირებს,ავტოპარკისთვის. რისთვისაც მძღოლის აყვანა გახდა საჭირო. ეს მანქანა უნდა იყოს ავტოპარკში და ვისაც დაჭირდება მძღოლი მოემსახურება. მერიას ამის უფლება აქვს და არანაირი ჩანაწერი და დადგენილება არ კრძალავს", - განმარტა ზაზა ნასყიდაშვილა.

საკითხზე დეპუტატები მომდევნო საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 327 times Last modified on ოქტომბერი 30 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი