მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სასტუმრო საგანმანათლებლო ცენტრში - ოპოზიციის და მერიის პოზიციები იჯარით გაცემულ ფართზე

გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე ობიექტი, რომელიც წლების წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ კერძო მეწარმეს იჯარით გადასცა, საგანმანათლებლო ცენტრის ნაცვლად სასტუმრო გახსნეს.

დავალიანების დაგროვების შედეგად კი , მას რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ინდ. მეწარმემ დავალიანება გადაიხადა, თუმცა ობიექტით სარგებლობის გაგრძელებაზე მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ობიექტით სარგებლობას კერძო მეწარმე ისევ აგრძელებდა და როგორც ოპოზიცია განმარტავს, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციონირების პირობით გაცემულ ფართზე სასტუმრო გახსნეს. გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ინდ.მეწარმეს საქმიანობის გაგრძელების უფლება არ აქვს. 

“ამ პიროვნებას ჰქონდა იჯარით აღებული შენობა, გადასახადს არ იხდიდა , უნდა დაგვეჯარიმებინა და სასამართლოზე გადაგვეცა, მაგრამ თანხა შეიტანა 36 000 ლარის ოდენობით და დავალიანება დაფარა. საკრებულოზე შევიდა საკითხი, ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით , თუმცა დეპუტატებმა საკითხი ჩააგდეს. ეს ადამიანი საქმიანობას ვერ გააგრძელებს, რადგან საკრებულოსგან თანხმობა არ მიუღია, - ამბობს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი

საკითხს გამოეხმაურნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ობიექტზე კონტროლი მერიის შესაბამისმა სამსახურმა უნდა განახორციელოს და თავის დროზე იმ პირობებითაც უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა შეთანხმებითაც აღნიშნულ პიროვნებაზე იჯარით მუნიციპალიტეტის საკუთრება გასცეს.

“საკითხზე კონტროლი მერიამ უნდა აწარმოოს და ფართი სარგებლობის რომელიმე ფორმით უნდა გასცეს, რაც უნდა იყოს ანაზღაურებული. მეიჯარეს თუ არ აქვს უფლება იფუნქციონიროს შეთანხმებული პირობების მიხედვით, მერიას შეუძლია მიმართოს გამოსახლებასთან დაკავშირებით, თუ მეიჯარე ნებაყოფლობით არ დათმობს ამ ფართს , უნდა მიმართოს სასამართლოს“, - თქვა ქეთი ბებიაშვილმა

საუბარია შპს "პანაციაზე", რომლის წარმომადგენელი, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია. შეცვლილი ფუნქციით, მეწარმის მიერ ობიექტით სარგებლობაზე არაოფიციალურ ნებართვას ოპოზიციაში სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ, რასაც გორის მერი კატეგორიულად უარყოფს.

უბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1062 times Last modified on ოქტომბერი 08 2019

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი