მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში, გორგასლის ქუჩაზე ადგილობრივები დაზიანებული ქუჩის მოწესრიგებას ითხოვენ

გორში, გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლები ბუნებრივი აირის გაყვანის შემდეგ, დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უბანში "სოკარ ჯორჯია გაზმა" იმუშავა და მილების დამონტაჟების შემდეგ, გზა მოუწესრიგებელი დატოვა.

"გადათხარეს აქაურობა, მილები ჩაყარეს და მიწა ნორმალურად აღარ მიაყარეს. რამდენი ხანია, ასეთი მდგომარეობაა. სარდაფებში ვეღარ ჩავდივართ ამის გამო და ისედაც გადაადგილებაში ხელს გვიშლის", - ამბობენ ადგილობრივები.

რადიო "მოზაიკა" გაზმომარაგების კომპანიის გორის ოფისის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გიგა გრიგალაშვილის თქმით, კომპანიას აღნიშნულ ქუჩაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.

"ის კომპანია, რომელთანაც ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ ასფალტის დაგებაზე, ახლა სხვაგან მუშაობს. მაგ ქუჩაზე მილების ჩაყრა დაახლოებით ერთი თვის წინ დავასრულეთ. აუცილებლად მოწესრიგდება ეგ ადგილი, ყველა მიზეზის გარეშე. უბრალოდ, ველოდებით კომპანიას, რომ დაიწყოს მოასფალტება. მაქსიმუმ ორ კვირაში ეს საკითხი მოგვარდება", - გვითხრა გიგა გრიგალაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, გაზის მილების მონტაჟი 7 თვის წინ დასრულდა. 150 -მდე ოჯახი გზის მოწესრიგებას ამ დრომდე ელოდება.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 270 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი