Print this page

გორში 24 საბავშვო ბაღის რემონტისთვის 110 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 24 საბავშვო ბაღის რემონტისთვის ტენდერი გამოაცხადა.
გორის #4, #6, #1, #16, #14, #9, #17, #10 საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 68 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
ქალაქის გარდა, სარემონტო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში არსებულ საბავშვო ბაღებსაც ჩაუტარდებათ. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
ნიქოზის, ატენის, ქვ, ხვითის, ახალდაბის, ოთარშენის, შინდისის, რეხის, ხელთუბნის, ახრისის, სათემოს, ქიწნისის, ქვეშის, ვარიანის, დიცის, ქვახვრელის და ფლავის საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოებისთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 41 000 ლარზე მეტი გაითვალისწინა.
გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები ამ შემთხვეაშიც ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის თქმით, აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეწყდება.
“ეს სამუშაეობი არ მოიცავს მთლიანი შენობის რემონტს. ძირითადად, ცალკეული სამუშაოებია ჩასატარებელი. მაგალითად, სამზარეულოში ჭერისა და გაყვანილობის შეცვლა, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება“, - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.
სააღმზრდელო პროცესი გორისა და გორის სოფლების სკოლამდელ დაწესებულებებში 16 სექტემბერს განახლდა, მათ შორის აღნიშნულ საბავშვო ბაღებშიც.
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 604 times