მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სადგურის საბავშვო ბაღის ხარვეზებზე, გორის მერია აუიდიტთან განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო აუდიტისთვის გორის მერიის მიერ გაგზავნილი შენიშვნები სადგურის საბავშვო ბაღთან დაკავშირებულ ხარვეზებსაც ეხება.
აუდიტის პირველადი ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პროექტში სამუშაოები თავდაპირველად გათვალისწინებულზე ორჯერ დაბალი ხარისხის ბეტონით შესრულდა. მერიამ კი, ნაცვლად მიმწოდებელი კომპანიის დაჯარიმებისა, საპროექტო მონაცემების ჩასწორებით ის შესრულებულ სამუშაოებს მოარგო.
მერიის წერილში ვკითხუყლობთ, რომ სამშენებლო მასალების ხარისხი ვარგისიანია და ამაზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რაც ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანართის სახით გადაეგზავნა.
“ცოკოლის ბეტონის უხარისხობის დადგენის შემდეგ, საპროექტო ორგანიზაციასთან შესაბამისი კონსულტაციის გავლის და რეკომენდაციის მიღების შემდეგ, მოხდა შემსრულებელი კომპანიის მიმართ მოთხოვნა, რომ მოეხდინა კოლეგების გაძლიერება საკუთარი ხარჯებით, სწორედ ამის შედეგად დაკორექტირდა საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. აგრეთვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ცოკოლის ვარგისიანობაზე არსებობს საექსპერტო დასკვნა, რასაც წარმოგიდგენთ დანართის სახით", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოვლენილი ხარვეზების საპასუხოდ გადაუგზავნა.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 542 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი