მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება

მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება. აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაციისთვის ადგილობრივმა ხელისუფლება, 1 079 419 ლარი გაითვალისწინა.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფრრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან, ამ დროისთვის 338 270 ლარი დაიხარჯა და სამუშაოების 70 % შესრულდა. პროექტის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება.

"აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც 2019 წელს გორის მუნიციპალუტეტში განხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 7000 - მდე ადგილობრივი ისარგებლებს", - უთხრეს რადიო "მოზაიკას" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გორის მუნიციპალიტეტის აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა, სამუშაოებს გამარჯვებულო კომპანია შპს “სსს# 1“ ასრულებს.

ამ დროისთვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

"არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად იყო დაბინძურებული და ვერ ატარებდა ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. მოეწყო ახალი წყალსატარი კონსტრუქციები, გზის საფარი შეკეთდა კაპიტალურად. გაიწმინდა და მოეწყო სანიაღვრე არხები“, - ამბობს მერის წარმომადგენელი ლექსო ბუჯიაშვილი. 

2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი დასრულების შემდეგ, ამ გზით ხუთი სოფელი ისარგებლებს.

ამავე თემაზე: მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 173 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი