მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

საგზაო ნიშნების პრობლემა გორში - დისკუსია საკრებულოს კომისიის სხდომაზე 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურული კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზოგიერთ საგზაო ნიშნის დადგმის შესახებ განკარგულების პროექტი მოისმინეს.

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ შპს "საქართველოს რკინიგზის" უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველომ, დაათვალიერა მის ბალანსზე არსებული გადასასვლელები, რის შედეგადაც გამოვლინდა,რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დასაყენებელია საგზაო ნიშნები. მერიას ასევე მიმართეს ადგილობრივებმა და გორში სუხიშვილის ქუჩაზე, მინი სტადიონთან „ გაჩერება აკრძალულია“ - ს ნიშნის დამონტაჟება, ხოლო ტყვიავის #7 ში მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟება ითხოვეს.

 

ამავე თემაზე: გორში, სუხიშვილისა და ტყვიავის ქუჩებზე მოსახლეობა საგზაო ნიშნების განთავსებას ითხოვს 

საგზაო მოძრაობის წესების მოწესრიგების საკითხმა კომისიის წევრებში დისკუსია გამოიწვია, საკრებულოს დეპუტატმა თამარ მურალოვამ ინიციატივა გამოთქვა, რომ ცენტრალურ ქუჩებზე დადგეს ვიდეო - კონტროლი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებას გააკონტროლებს

“ცენტრალურ ქუჩებზე დიდი სისწრაფით დადიან მანქანები , ხომ შეიძლება კამერები დადგეს და სიჩქარის გადაჭარბების გამო მძღოლი დაჯარიმდეს,ქუჩებში ორივე მხარეს აყენებენ მანქანებს, საღამოს საათებში ფეხით ვერ გაივლი, ეზოებში შეიყვანონ, საშიშია ბავშვები თამაშობენ. რეგულაციები აუცილებელია“, - ამბობს მურალოვა.

მურალოვას პოზიციას დეპუტატების უმრავლესობა იზიარებს და საგზაო ნიშნების მოწესრიგებას შესაბამის სამსახურს სთხოვს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 915 times Last modified on ივლისი 30 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი