მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერია 5 სოფლის გზის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენისთვის 36 000 ლარზე მეტს დახარჯავს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 სოფლის გზის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.

საუბარია სოფელ შინდისში ე.წ "ნახალოვკის უბნის", ქერეს შიდა გზების, თედოწმინდაში სკოლასთან, ვარიანში, გოგებაშვილის მუზეუმთან მისასვლელი გზისა და არაშენდაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე.

აღნიშნული სამუშაოსთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 36`441 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

"ობიექტების პროექტირება მოიცავს საველე საკვლევაძიებო (ტოპოგეოდეზიური, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიურ და სხვა) სამუშაოებს, საველე მონაცემების კამერალურ დამუშავებას და პროექტირებას", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ტენდერის პირობების მიხედვით, მონაწილეობის მსურველ კომპანიას 2016 -2019 წლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 150 000 ლარის ჯამური ღირებულების გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის ან რეაბილიტაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

ტენდერში მონაწილეობის მიღება პრეტენდენტებს მიმდინარე წლის 6 აგვისტომდე შეუძლიათ. მისი დასრულების შემდეგ, გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. 

 

ამავე თემაზე: გორის მერია 35 სოფელში გზის საფარისა და გარეგანათებების მოწყობისთვის 424 000 ლარზე მეტს დახარჯავს

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1498 times Last modified on ივლისი 27 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი