მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

პრიორიტეტებს მიღმა დარჩენილი ქუჩები - რას გეგმავს გორის მერია

გორში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურაზე 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება. გორის მერიაში ამბობენ, რომ ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ახორციელებენ და უპირატესობას ისეთ ქუჩებს ანიჭებენ, სადაც გზა ყველაზე მეტადაა დაზიანებულია.
ამის პარალელურად მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გორში რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით 10 -მდე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რამდენიმე ქუჩაზე კი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
იმის მიუხედავად, რომ გორის მერიამ პრიორიტეტები განსაზღვრა, ქალაქში მაინც რჩება ისეთი ქუჩები, სადაც გზის საფარი დაზიანებულია და სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს, თუმცა წელს ადგილობრივ ხელისუფლებას მათი რეაბილიტაცია დაგეგმილი არ აქვს.
ქალაქის გარდა, გზის საფარი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა გორის სოფლებშიც. ადგილობრივი ხელისუფლება, ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტების მიხედვით ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ სოფლებში გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად, 2020 წლის ბოლომდე განხორციელდება.
ამ დროისთვის, გორში 2 150 მეტრი სიგრძის გზა მოწესრგდა, სულ დაგეგმილია 3 845 მეტრის რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას 3 103 218 ლარი აქვს გათვალისწინებული.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 952 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი