მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა - რჩევები და შეფასებები

EECMD - ის გორის დემოკრატიის სკოლა მოქალაქეების ხელისუფლებასთან შეხვედრებს პერიოდულად უმასპინძლებს. ამ ინიციატივის ფარგლებში დღეს საზოგადოება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეს შეხვდა.

საკრებულოს მუშაობის შედეგებს დღეს "დემოკრატიის სკოლაში" შეკრებილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ისმენდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ პრეზენტაციია ზოგად ინფორმაციას მოიცავდა, რაზეც დამსწრეებმა გარკვეული შენიშვნა გამოთქვეს და რეკომენდაციის სახით რაზმაძეს ურჩიეს, რომ უფრო სიღრმისეული მასალები წარმოადგინონ საკრებულოს მუსაობასთან დაკავშირებით.

“მოვისმინე საკრებულოს ანგარიში და განცდა მაქვს, რომ ეს ინფორმაცია იყო ზედაპირული. ვისურვებდი, სამომავლოდ, დეტალურად ყოფილიყო საკითხები ჩაშლილი“, - ამბობს ბადრი ციქუბაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს დაპირდა , რომ სამომაცვლოდ გაითვალისწინებს მიღებულ რეკომენდაციებს

“მე მზად ვარ, გავითვალისწინო ეს რეკომენდაციები. უფრო მეტიც, შეიმუშაონ და გამაცნონ ფორმატი, თუ როგორი სახით უნდათ ჩვენთან შეხვედრა. საკრებულო მზადაა, მოქალაქეთა ჩართულობას ხელი ყოველთვის შეუწყოს“, - თქვა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, გორის დემოკრატიის სკოლა, სექტემბრიდან უკვე ფრაქციებს უმასპინძლებს. როგორც სკოლის კოორდინატორი ამბობს, EECMD მუდმივად ჩართულია გამჭვირვალე მმართველობისთვის ხელშეწყობის პროცესში.

“მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს, რომ მოქალაქეებმა მეტი ინფორმაცა მიიღონ რა კეთდება, რა არის დაგეგმილი და გაიგონ, რომ აქვთ უფლება ინიციატივების წარდგენის. სექტემბრიდან ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მოვიწვიოთ, გორის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქციის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება ისაუბრონ თავიანთ საქმიანობაზე, წინადადებებზე, პრობლემებზე. ვფიქრობ, ეს პლატფორმა მათთვისაც კარგი საშუალება იქნება “, - თქვა ზაზა ჭიპაშვილმა

"დემოკრატიის სკოლაში" გამართული დღევანდელი შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო.

საკრებულოს თანამშრომლებისგან მოქალაქეები, მათი მუშაობის შედეგების შესახებ, სამომავლოდ, უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 914 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი