მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ტყვიავის საბავშვო ბაღს შპს “მეტალ +“ 189 929 ლარად გაარემონტებს

გორის მუნიციპალიტერის სოფელ ტყვიავში არსებული საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებს შპს “მეტალ +“ განახორციელებს.

შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ივნისსში გამოცხადდა. მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

სატენდერო კომისიამ იმსჯელა და აღნიშნულ კომპანიას დადებითი შეფასება მისცა.

“სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „მეტალ +“-ს მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

გამარჯვებული კომპანია ერთ-სართულიან საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოებს 189`929 ლარად შეასრულებს. ბაღის შენობა წინა საუკუნეში აშენდა, მსხვილი საკედლე ბლოკების გამოყენებით, ტიპური ბაგა-ბაღის პროექტით.

საბავშვო ბაღის შენობაში სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა შესაბამის ნორმებს არ შეესაბამება. შენობა არ არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების პირებისთვის, დარღვეულია სანიტარული ნორმები. შენობას არ გააჩნია დამხმარე გასასვლელი.

რემონტის შემდეგ შენობაში განთავსდება:

ჰოლი, დერეფანი, დირექტორის ოთახი , მედპუნქტი , სამზარეულო, საწყობი, სანკვანძი პერსონალისთვის და შშმ პირებისთვის სანკვანძი ბიჭებისთვი, სანკვანძი გოგონებისთვის, სათამაშო ოთახები , საძინებლები, სამრეცხაო და პერსონალის გასახდელი.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 1159 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი