მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში, სააკაძისა და ნადირაძის ქუჩების მოწყობას ითხოვენ

გორში, სააკაძის ქუჩაზე მაცხოვრებლები, გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ.
ადგილიბრივები ამბობენ, რომ უკვე წლებია, მათ ქუჩას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამის გამო, ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც უძნელდებათ.
“სააკაძის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, ბოლო წლებში ძალიან დაინგრა. ერთი პატარა ჩიხია, რატომ არ გვიკეთებენ ამდენი ხანია, ახლომდებარე ქუჩები ყველა კარგად გააკეთეს, მაგრამ სააკაძის ქუჩას რატომღაც გვერდს უვლიან. რამდენი წელია, ასეთი მდგომარეობაა, ტაქსებსაც კი ეზარებათ აქ შემოსვლა, ისეა დაზიანებული“, - ამბობს სააკაძის ქუჩაზე მცხოვრები, მაია სამარჯიშვილი.
მსგავსი პრობლემა აქვთ, წმინდა წყლის დასახლებაში, ნადირაძის ქუჩის მაცხოვრებლებსაც.
“ყველგან რაღაც კეთდება და ამ გზას ვერ აღირსეს რეაბილიტაცია. რამდენჯერმე “დააკერეს“ და მაგით შემოიფარგლნენ, მაგრამ ისევ მალე ფუჭდება. მარტო გაკეთება კი არა დასუფთავებითაც ყურადღებას არავინ აქცევს. აქაც ადამიანები ვცხოვრობთ, ხომ შეიძლება ნორმალურად გავიაროთ, სუფთად და კარგად იყოს გაკეთებული. სოფლებში უკეთესი გზებია, ვიდრე აქ. სირცხვილია უბრალოდ, 21-ე საუკუნეში ქალაქში ასეთი ქუჩა კიდევ არსებობდეს“, - ამბობს ბადრი ლაფაჩი, ნადირაძის ქუჩაზე მცხოვრები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის მასშტაბით, ქუჩების მოწესრიგება გასული წლიდან დაიწყო. წელს, გორში რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაციია უკვე დასრულდა. უწყებაში ამბობენ, რომ დანარჩენი ქუჩების რეაბილიტაციას 2020 წლამდე დაასრულებენ.
“ჩვენ განსაზღვრული გვაქვს პრიორიტეტები, რის მიხედვითაც ხდება ამა თუ იმ პროექტის განხორციელება. მიმდინარე პროქტებში აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია არაა გათვალისწინებული, თუმცა 2020 წელს ნადირაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და ასევე გათვალისწინებული იქნება სააკაძის ქუჩაც“, - გვითხრეს მერიაში
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 52% სწორედ გზებისა და ინფრასრტუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს
 
 
 
Read 972 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი