მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გზის დაზიანებული საფარი თამარ მეფის ქუჩაზე - რას აპირებს გორის მერია?

გორში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ პრობლემას მიმდინარე წელს ვერ მოაგვარებს.
ქუჩაზე, დაზიანებული გზის საფარის გამო, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, ამ მონაკვეთზე გავლა განსაკუთრებით პრობლემური წვიმის დროსაა.

 
მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
“ფეხითაც და მანქანითაც აქ გავლა არის შეუძლებელი, თან აღმართია და მანქანები გაჭირვებით ამოდიან. როგორი გამოცდილი მძღოლიც არ უნდა იყო, მაინც ვერ გაივლი ისე, რომ რომელიმე ორმოში არ ჩავარდე. პირადად მე, წელს ორჯერ მომიწია, ამის გამო, მანქანის შეკეთება“, - ამბობენ თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ 2019 წელს გაწერილი პრიორიტეტების მიხედვით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტიაცია დაგეგმილი არ არის, თუმცა მომავალი წლის გეგმებში აუცილებლად გაითვალისწინებენ.
“ჩვენ პრიორიტეტების მიხედვით, ვცდილობთ იმ ქუჩების მოწესრიგებას, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს. აღნიშნულ ქუჩაზე არც ისეთი გადატვირთული მოძრაობაა, თუმცა სამომავლოდ, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს ამ კუთხით, სამუშაები დაგეგმილი არ გვაქვს. გორის მერია ეტაპობრივად ყველა ქუჩას მოაწესრიგებს“, - გვითხრეს გორის მერიაში.
მიმდინარე წელს გორის მერიას ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, თუმცა მათ შორის თამარ მეფის ქუჩა არ მოიაზრება.
ამ დროისთვის, რეაბილიტაცია კახნიაშვილისა და სუხიშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
 
 
უბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს
Read 992 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი