მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის საკრებულოს ელექტრონული მმართველობა უჭირს - კვლევის შედეგები და რეკომენდაციები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიების ბიუროების და სხვა საჯარო შეხვედრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერძეც არ აქვეყნებს. სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია არც საკრებულოს ფეისბუქ გვერძე ვრცელდება.

ოთხი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ინფორმაციის გავრცელება საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომების შესახებ - 0% - ით არის შეფასებული .

ამავე თემაზე:  უნქტები, რომლებშიც გორის ხელისუფლებას გამჭვირვალობის მხრივ 0 % შეფასება აქვს - კვლევის შედეგები

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციები: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის", ასევე "მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი" და "ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტის მიერ სწორედ ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს აკვირდებოდნენ.

თეონა ტურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელია. ამბობს, რომ გორის საკრებულოს ვებ - გვერდიდან შეუძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუროს, კომისიის და საკრებულოს სხდომის შედეგებზე

ჩვენ ამ კვლევებში დავეყრდენით ვებ - გვერდს, რამდენად იდება ყველა სხდომის დღის წესრიგი, ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი. გვაქვს ფეისბუქის შეფასების კრიტერიუმი, რამდენად აქტიურები არიან ამ სოციალურ ქსელში. ასევე ვწერთ კითხვებს სხვადასხვა თემაზე და ვაკვირდებით, რამდენად სწრაფად და სრულყოფილად გვცემენ პასუხს ელექტრონულად. ამ კუთხით კარგი შეფასება აქვთ “, - გვითხრა თეონა ტურაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძეც ეთანხმება. 

“საკითხების შინაარსს წინასწარ ვერ გამოვაქვეყნებთ, რადგან მასალები ხშირად გვიან შემოდის საკრებულოში. გეთანხმებით, რომ საიტი და ფეისბუქ გვერდი სათანადოდ არ მუშაობს და უნდა გაუმჯობესდეს. ეს ყველაფერი საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება, ამიტომ ნებისმიერ შენიშვნას და რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - ამბობს დავით რაზმაძე.

იურისტები ამბობენ, რომ ინფორმაციის გავრცელების კონკრეტული მიმართულებები საკანონმდებლო ნორმებით არ რეგულირდება. ლექსო მერებაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჩართულობაზეც აისახება.

“კონკრეტული ვალდებულებები, კანონმდებლობაში, რა როგორ უნდა გაასაჯაროონ საიტზე, არ წერია. მაგრამ თვითმმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოქალაქეების ჩართულობა. ეს გამოიხატება იგივე ვებ - გვერდის და ფეისბუქის აქტიურობის მეშვეობით", - თქვა ლექსო მერებაშვილმა.

აღნიშნული კვლევის დასკვნითი ნაწილი მუნიციპალიტეტებისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს ეხება:

თითოეულმა მუნიციპალიტეტმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა შექმნას საჯარო ინფორმაციის განყოფილება, სადაც თემატურად და ღია მონაცემების ფორმატში განთავსდება შესაბამისი საჯარო ინფორმაცია.

სასურველია, ვებგვერდზე განთავსდეს სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაცია. ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესულ განცხადებებს, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის გამჭვირვალობის ხარისხს.

ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობის დონის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დროულად იყვნენ ინფორმირებულნი მონაწილეობის არსებული ფორმების შესახებ. ამისთვის, მუნიციპალურმა ორგანოებმა ინფორმაციის ეფექტური და დროული გავრცელების მთავარ საშუალებებად უნდა გამოიყენონ ვებგვერდი, სოციალური ქსელები და მობილური აპლიკაციები.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საკრებულოს რეგლამენტში გაჩნდეს გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა სხდომებზე დასწრებისა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობას. ასევე, აუცილებელია მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ დაგეგმილი სხდომების დეტალებზე და განსახილველ საკითხებზე სხდომამდე ერთი კვირით ადრე.

 

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 486 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი