მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის ბიბლიოთეკა, რომელიც (გა)დარჩა

გორში ამ დროისთვის, 3 ბიბლიოთეკაა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელიც 2011 წელს გაუქმებას გადაურჩა.

„მკითხველი ჩვენ არ გველევა“, - გვეუბნება გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნინო აბრამიძე, რომელიც სევდანარევი ღიმილით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც გორის მუნიციპალიტეტში 46 ბიბლიოთეკა იყო.

„გორის ყველა დასახლებაში გვქონდა ბიბლიოთეკა“, - ამბობს ის.

2011 წლამდე ქალაქ გორში 13 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, რაიონში კი, 33.

დახურეს ბიბლი

„მახსოვს, პირველად, წერეთლის ქუჩაზე რომ ბიბლიოთეკა გვქონდა, ის გააუქმეს. წიგნები პირდაპირი მნიშვნელობით გამოყარეს, ამ დროს ბევრი მათგანი დაზიანდა. ზუსტად 2 დღეში დაცალეს ეს ბიბლიოთეკა. დღეს კი, მის ადგილზე რესტორანია განთავსებული. ბიბლიოთეკარების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა“, - ამბობს ის.

8 წლის წინ, ქალაქში მხოლოდ ერთი ბიბლიოთეკა დარჩა. აბრამიძე ამბობს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - მოძველებული ინვენტარი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარსულს ჩაბარდა. 

„2003 წელს ამერიკის ელჩი გვესტუმრა თავის მეუღლესთან ერთად. მან ნახა, რა პირობებში არსებობდა ბიბლიოთეკა გორში. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ საგრანტო კონკურსებში და ამის შემდეგ, გაუმჯობესდა ზოგადი მდგომარეობა ჩვენს ბიბლიოთეკებში“.

გორის საჯარო ბიბლიოთეკაში თქვენ შეხვდებით, როგორც მხატვრულ ასევე დარგობრივ და საბავშვო ლიტერატურას. ახალი წიგნებით მომარაგება აქტიურად აღარ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკაში არის წიგნების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ძირითად დარბაზებში ვერ ეტევა.

„ამ ეტაპზე დიდად აღარ გვამარაგებენ წიგნებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს წიგნები, რომელიც ვერ დავტიეთ. კარგი იქნება, თუ უფრო დიდი ფართი დაეთმობა ჩვენს ბიბლიოთეკას. ამ შენობას, სადაც ვიმყოფებით, მიშენების პერსპექტივა აქვს. ჩვენთვის მთავარია გვქონდეს ფართი და თაროები“, - აცხადებს გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნინო აბრამიძე.

მისი თქმით, წიგნების შესაძენად გამოყოფილი თანხის ოდენობა ყოველწლიურად მცირდება.  

„არსებობს "ბიბლიოთეკების ასოციაცია", რომელიც წიგნებით გვამარაგებს, თუმცა ვითარება ყოველწლიურად იცვლებდა. ადრე 1000 ლარი იყო ხოლმე გამოყოფილი, შემდეგ 800, ბოლოს 400 ლარამდე ჩამოვიდა. ამ თანხით ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით მარაგდება“, - გვიყვება ნინო აბრამიძე.

ჰთანამედროვ

დღესდღეობით, გორში სულ 3 ბიბლიოთეკაა მოქმედი. მათ შორის არის გორის საჯარო ბიბლიოთეკა, ასევე ვერხვებსა და წმინდა წყალზე მდებარე ბიბლიოთეკები.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და მრავალი ინოვაციის კვალდაკვალ, გორში ბიბლიოთეკამ აქტუალობა დღემდე არ დაკარგა. თქვენ აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეხვდებით. უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველ სართულზე, მკითხველთა დარბაზში სხედან და სხვადასხვა გაზეთს კითხულობენ. შედარებით ახალი თაობა კი, მეორე სართულზე, ამერიკულ კუთხეს ანიჭებს უპირატესობას.

ჰამერიკული კუთხე ბიბლიოთეკა

 

 

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 512 times Last modified on ივლისი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი