მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

"ახალბაღის" რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში 122 377 ლარი დაიხარჯება

გორში, "ახალბაღის" პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას კომპანია შპს "როიალ არტ ჯგუფი" 122 377 ლარად შეასრულებს.

სამუშაოებისთვის თავდაპირველად 150 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ შპს "ჯორჯიანჰაუსი" და შპს როიალ არტ ჯგუფი"გამოთქვა. სატენდერო კომისიამ უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა, რადგან კომპანიამ სამუშაოების შესრულება, საწყისს ფასზე ბევრად ნაკლებ ფასად იკისრა.

ამ დროისთვის პარკის ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რაც საძიებო სამუშაოებსა და ტერიტორიის კვლევას გულისხმობს.

სამუშაოები სულ სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები 2020 წელს უნდა დაასრულოს.

"პროექტის მიზანია, გორში ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნა. საპროექტო დავალების მიხედვით განსაზღვრულია, მომსახურების პირობები დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება, გორის მუნიციპალიტეტის ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე", - ნათქვამია გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

ახალბაღის პარკის რეაბილიტაციას მუნიციპალური ფონდი ახორციელებს, პროექტის მიხედვით პარკის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოების ჩატარება იგეგმება, როგორიცაა საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი კუთხეებისა და ველობილიკების მოწყობა.

ამავე თემაზე:"ახალბაღში" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 693 times Last modified on ივლისი 13 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი