მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

დევნილი ბავშვების უსაფრთხოებისთვის, გორში, ჭონქაძის ქუჩაზე "ზებრის" დახაზვას ითხოვენ

გორში, ჭონქაძის ქუჩაძე მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ კორპუსთან “ზებრა“ გადასასვლელის დახაზვას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, კორპუსის მდებარეობის გამო, გზაზე გადასვლა განსაკუთრებით სახიფათო ბავშვებისთვისაა.

“ჩვენი კორპუსი გზაჯვარედინთანაა და აქ მუდმივად მოძრაობენ ავტომობილები. ეზოც არ გვაქვს, რომ ბავშვმა ითამაშოს, ამიტომ გზასთან ახლოს ყოფნა უწევთ. მუდმივად არის საფრთხე, რომ ერთხელაც მათი თამაში ცუდი შედეგით დასრულდეს. ძალიან გვინდა “ზებრა“ გადასასვლელი მაინც დახაზონ, რომ გადაადგილება უსაფრთხოდ შევძლოთ, "ზებრაზე" მეტად, სიჩქარის შემაფერხებელია საჭირო, ე.წ მწოლიარე პოლიციელი. ძალიან ცუდი ადგილია,ხშირია ავარიები",  - ამბობს ლელა თედეევა

zebra gori chonadze

მისივე თქმით, ტერიტორიაზე მუშაობს შუქნიშანი, ტუმცა მას ხშირად მძღოლები არ ემორჩილებიან. 

"შუქნიშანი არის, მაგრამ რატომღაც ეს საკმარისი არ არის. მძღოლები ხშირად მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარით“.

დევნილთა მოთხოვნის საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ დევნილებმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, წერილობით მერიას უნდა მიმართონ. 

“თუ წელს მათი ქუჩაზე "ზებრის" დახაზვა არაა გათვალისწინებული, შეუძლიათ მოგვმართონ განცხადებით, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ, შეგვეძლება თუ არა, რომ დავაკმაყოფილოთ მათი თხოვნა“, - გვითხრეს მერიაში.

zebra gori chonqadze2

გორში ახალი ზებრა გადასასვლელები და საგზაო მონიშვნები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე უკვე დაიხაზა. როგორც მერიაში ამბობენ, საგზაო მონიშვნებსა და ზებრა გადასასვლელების დახაზვას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 234 times Last modified on ივლისი 11 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი