მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში სამეფო ქუჩა სრულად განახლდება

გორის ერთ-ერთი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციას ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის ერთი წელია აანონსებს. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 29 მარტს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ, შპს “ხალი“ და “პროჯექტ კომპანი“ გამოთქვა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად “პროჯექტ კომპანი“ გამოცხადდა, რომელიც ისტორიული ქუჩის პირველად სამუშაოებს 39 999 ლარად შეასრულებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 8 მაისს გააფორმა. კომპანიას დაევალა ქუჩის რეაბილიტაციისთვის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ამავე დოკუმენტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისთვის საავტორო ზედამხედველობის მომსახურება.

“პროჯექტ კომპანის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სამეფო ქუჩაზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

“ პირველ ეტაპში შედის საველე სამუშაოები, რაც გულისხმობს ადგილის პირველად დათვალიერებას, აზომვით სამუშაოებს, არსებული სიტუაციის ასახვა - გადატანას კომპიუტერში: სად ხე დგას, სად სკვერია და ასე შემდეგ. შემდეგ არის გეოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, არის თუ არა რაიმე დეფექტი და ასე შემდეგ. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია და გადავედით მეორე ეტაპზე“, - გვითხრა კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, გიორგი ჭყოიძემ.

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 4 ეტაპად, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.

რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ იმ სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში ისტორიულ ქუჩას ჩაუტარდება:

  • არსებული ასფალტის ფენის მოხსნა;
  • არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი;
  • წყალსადენი სისტემების მონტაჟი;
  • წყალარინების სისტემების მონტაჟი;
  • სანიაღვრე სისტემების მონტაჟი;
  • არსებული საფეხმავლო ბილიკების დემონტაჟი;
  • ასფალტ - ბეტონის საფარის მოწყობა სამანქანო გზაზე;
  • ქვაფენილის მოწყობა ასფალტბეტონის ჩანართებით საფეხმავლო გზაზე;
  • სამანქანო გზის დახაზვა;
  • სამანქანო გზაზე მოძრაობის ნიშნების მონტაჟი.


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1373 times Last modified on ივლისი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი