მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

უფლისციხე ბუნებრივ აირს ელის - ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას სექტემბრამდე აპირებს

უფლისციხეში ბუნებრივი აირის მილები, მრიცხველებთან ერთად გასულ წელს დაამონტაჟეს, თუმცა მოსახლეობას გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება.

დავით ბერიკაშვილს პრობლემის მოგვარების იმედი აღარ აქვს. ის სოფელ უფლისციხეში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირის მილები ხელისუფლებამ საჩვენებლად დაამონტაჟა. 

“საჩვენებლად გაიყვანეს ალბათ ეს მილები, რომ ვინმე უცხო ეგონოს, თითქოს სოფელში ცივილიზაციაა.  რისთვის დააყენეს ცარიელი მილები? არც ერთ ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება", - გვითხრა ბერკაცაშვილმა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების დაპირება ხელისუფლებისგან არაერთხელ მიიღეს, თუმცა კონკრეტული ვადები მათთვის არასოდეს დაუსახელებიათ. 

"ზუსტი დრო არ უთქვამთ, როდის შემოვიდოდა სოფელში გაზი, მარტო დააყენეს მილები და წავიდნენ. მას შემდეგ ამ საკითხით არავინ აღარ დაინტერესებულა“.


აღნიშნულის შესახებ რადიო “მოზაიკა“ ქვახვრელის მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, დავით ადუაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, უფლისციხეში ბუნებრივი აირის პრობლემა აგვისტოს ბოლომდე მოგვარდება.

"როგორც მე ვიცი, აგვისტოს ბოლომდე უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება, მე ვესაუბრე “სოკარის“ წარმომადგენელსაც და მითხრეს, რომ ბაზაში უკვე აქვთ ჩასმული ეს საკითხი. ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდებიან პასუხს და დიდი ალბათობით ეს საკითხი ზაფხულის ბოლომდე მოგვარდება“, - გვითხრა დავით ადუაშვილმა.


ინფორმაციისთვის, 2014 წლის შემდეგ სულ 85 სოფლის გაზიფიცირება მოხდა, თუმცა ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ შუამავლის ფუნქცია აკისრია. დასახლებების გაზიფიცირება ან/და სამუშაოების დაგეგმვა განხორციელება უშუალოდ ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 535 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი