მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ატენში წყალმომარაგების სათავის მშენებლობისთვის 335 754 ლარი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ატენში წყალმომარაგების სათავის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას ამისთვის 335 754 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ატენის წყლის სათავე ნაგებობა სოფელ ბობნევში, ჩირახის ხევში მდებარეობს. აღნიშნული სათავე ნაგებობა ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა. 2017 -2018 წლებში ატენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მოხდა და მთლიანად დაექვემდებარა ბობნევში არსებულ სათავე ნაგებობას.
ამავე პერიოდში, საგზაო დეპარტამენტის მიერ, სათავე ნაგებობასთან ახლოს, გზის მშენებლობის სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დებეტმა იკლო. სავარაუდოდ, სათავის ტერიტორიაზე წყალი იკარგებოდა გრუნტში.
“კვლევის პროცესი დიდი ხანია დასრულდა. ექსპერტიზის დასკვნამ დაიგვიანა და ახლა გამოცხადდა ტენდერი უკვე სათავე ნაგებობის კედლების მშენებლობისთვის. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო სამუშაოები. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანად მოიხსნება სასმელი წყლის პრობლემა. გზის სამშენებლო სამუშაეობის დროს ძველი ნაგებობა დაზიანდა - წყალი შემკრებს ასცდა და დიდი რაოდენობით წყალი მიედინება მიწის ქვეშ, ახლა უნდა ამოითხაროს დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეზე მიწა, უნდა გაკეთდეს შემკრები და წყალი ჩავიდეს“, - გვითხრა მერის წარმომადგენელმა ატენის ადმინისტრაციული ერთეულში, ნუგზარ მძინარაშვილმა.
ატენის წყალმომარაგების სათავის საძიებო სამუშაოები კომპანია შპს “აბსოლუტ სერვისმა“ შეასრულა. შესაბამისი ხელშეკრულება გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და “აბსოლუტ სერვისს“ შორის მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას დაევალა სოფელ ატენში წყალმომარაგების სათავის საძიებო სამუშაოების და ამ სამუშაოების შედეგების შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 17 000 ლარამდე თანხა დახარჯა.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 1621 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი