მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რა მდგომარეობაშია სკვერები და შადრევნები გორში - ფოტოები

ზაფხულის სეზონზე, გორის მერიამ ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა დასახლებაში სკვერების მოწყობა დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისთვის 8 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საჯარო ინფორმაციით თანახმად, მიმდინარე წელს გორში სკვერებისა და გაზონების მოწყობისთვის უკვე 105 100 ლარი დაიხარჯა. ამ მიმართულებით, ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია - თუ 2018 წელს სკვერებისა და გაზონების ექსპლოატაცია, ეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვისთვის მერიამ 520 000 ლარი დახარჯა, 2019 წელს ეს თანხა 642 000 ლარამდეა გაზრდილი.

bavshvi gubeeee

shadrevani gori 2019

skveri shadrevani gori 2019

სკვერების პარალელურად, წელს ქალაქში არსებული ყველა შადრევნის ამუშავება იგეგმება. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქის სკვერებში გამწვანებით სამუშაოებთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევნებსაც.
"კოსმეტიკური და სხვა საჭირო სამუშაოების შემდეგ, გორის დასვენების პარკში და სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერში ჩაირთო მთავარი და კასკადური შადრევანები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს ბარათაშვილის სკვერში, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა", - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
shegebva gori shadrevani 2019
 
zafxuli bavshvebi skverebi da shedrevnebi
მიუხედავად მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოებისა, ახალგაზრდები ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონზე გორში დასვენებისთვის სათანადო გარემო არ არის შექმნილი. ზოგიერთი მათგანი კი სკვერებისა და დასასვენებელი ადგილების სიმცირეზე მიუთითებს.

zafxuli bavshvebi skverebi da shadrevnebi 1

ssss gori 2019

გორის მერიაში ამბობენ, რომ სკვერები ქალაქს ეტაპობრივად შეემატება. ამ ეტაპზე კი, აქცენტი უკვე არსებულის მოვლა-შენახვაზე კეთდება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1858 times Last modified on ივლისი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი