მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სასმელი წყლის პრობლემა ახალდაბაში - მოსახლეობის გასაჭირი და ხელისუფლების პასუხი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემისა და საუბნო გზის მოწესრიგებას ითხოვს. მოსახლეობის ნაწილმა პროტესტის ნიშნად და გზაც გადაკეტა.

“რამდენი წელია ჩვენს სასმელი წყლის პრობლემაა, ამ სიცხეში წყალი არ გქონდეს ადამიანს, წარმოუდგენელია არსებობა. რამდენი ხანია ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. გზები კიდეც ცალკე პრობლემაა, ფეხით გადაადგილება ჭირს ზოგიერთ უბანში ისეთი მოუწესრიგებელია“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამავე თემაზე: გორის სოფელ ახალდაბაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა 

 

მოსახლეობის პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაში კარგად იციან. ვარიანის მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ გოგებაშვილის განცხადებით, ახალდაბელების პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

"სასმელ წყალთან დაკავშირებით, პროექტი უკვე შედგენილი და ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ხელისუფლება მუშაობს ამ საკითხზე. ასევე, ვეცდებით გზების მოწესრიგებასაც,ტრაქტორები უკვე გაგზავნილია", - განაცხადა მიხეილ გოგებაშვილმა.

სასმელი წყლისა და მოუწესრიგებელი საუბნო გზების პრობლემა გორის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელშია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1257 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი