მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერია უცხოურ კომპანიას ჯერ სასამართლოში დაუპირისპირდა, შემდეგ კი ტენდერში მოაგებინა

ხელშეკრულებას,რომელიც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-2 და მე-3 კორპუსებს შორის, საკალათბურთო მოედნის მოწყობის საწყის სამუშაოებს გულისხმობდა, ვადა სამ დღეში ეწურება. დოკუმენტის ხელმომწერები ერთის მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მეორეს მხრივ კი კომპანია "ინშაათ საქართველოს" წარმომადგენელია.

კომპანია, რომელსაც სადგურის დასახლებაში 2017 წლის ნოემბერში საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა გორის მერიას სასამართლოში დაუპირისპირდა. შოთა ბაღათურიამ რადიო მოზაიკას უთხრა, რომ უნივერსიტეტთან სპორტული მოედნის მოსაწყობი სამუშაოები მერიისგან წინა ტენდერში (საბავშვო ბაღის მშენებლობა) გახარჯული თანხის ანაზღაურების შემდეგ დაიწყეს.

"მერიამ კი არა, ჩვენ შევუწყვიტეთ ხელშეკრულება. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ჩვენ კომპანიას აუნაზღაურდა ის თანხა, რაც საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს მოვანდომეთ. რაც შეეხება წლევანდელ ტენდერს, დაკისრებული ვალდებულება უკვე შევასრულეთ და მერიას ჩავაბარეთ ობიექტი" - უთხრა რადიო მოზაიკას "ინშაათ საქართველოს" წარმომადგენელმა, შოთა ბაღათურიამ.

რატომ გაუფორმა ახალი ხელშეკრულება გორის მერიამ კომპანიას, რომელთანაც სასამართლო გადაწყვეტილებით თანხის უკან დაბრუნება მოუწია და რატომ მიანიჭა დისკვალიფიკაცია"ინშაათ საქართველოს" კონკურენტ სხვა შპს-ს წლევანდელ ტენდერში - უცნობია.

არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის აღნიშნულ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები უნდა სწავლობდნენ.

"კითხვის ნიშნები იკვეთება, მუნიციპალიტეტმა როცა წინასწარ იცის, რომ კომპანიას პრობლემები აქვს სამუშაოების დროულად შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, როცა იგივე კომპანია იმარჯვებს, იმ ფონზე, როცა პირველი ვალდებულება მუნიციპალიტეტთან არ აქვს შესრულებული, ჩნდება კითხვები, რა გარემოებაზე დაყრდნობით მოხდა მაინცდამაინც ამ კომპანიის გამარჯვება, ხომ არ აქვს ადგილი კორუფციულ გარიგებას, რაც ვფიქრობ კარგი იქნება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იქნას შესწავლილი."-ფიქრობს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი.

გორის მერიაში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ. უწყების ინფორმაციით, თითოეული ტენდერი დამოუკიდებლად ტარდება და მას არანაირი კავშირი არ აქვს სხვა დანარჩენ ან/და რომელიმე ტენდერთან. კომისია, რომელმაც "ინშაათ საქართველო" წელს ისევ გამარჯვებულ კომპანიად დაასახელეს გორის მერიის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის სატენდერო სხდომას ესწრებოდნენ:

  • თეიმურაზ მანველიშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი;
  • დალი ტლაშაძე - კომისიის წევრი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი.
  • მირიან კლიმიაშვილი - კომისიის წევრი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი.
  • ალექსანდრე თარხნიშვილი - კომისიის აპარატის წევრი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურში შესყიდვების წარმომადგენელი.

კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კომპანიას, რომელთანაც სასამართლო დავა ჰქონდა გორის უნივერსიტეტის კორპუსებს შორის სპორტული მოედნის მოსაწყობად გარკვეულ სამუშაოებს შეასრულებდა და საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებისთვის ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ ამჯერად, ახალი ტენდერის ფარგლებში, 32 376 ლარს მიიღებდა.

Read 1320 times Last modified on ივნისი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი