მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის სოფლებში საბავშვო ბაღების ნაწილობირივი რეაბილიტაციისთვის 29 900 ლარი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს 18 სოფლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი მარტის თვეში გამოცხადდა გამარჯვებული კომპანია შპს “გლობალ ბილდი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 29 903 ლარად ახორიციელებს. სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 35 285 ლარი იყო.

კომპანიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შავშვების N2, ხიდისთავი, ახალუბანი, ახალდაბა, ქიწნისი, ძევერა, კარალეთის N 1, კარბი, სვენეთი, სკრა, სათემო, ხელთუბანი, შერთული, დიცი, ზეღდულეთი, შავშვები, ფლავი და ატენი, სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

ტენდერში ორი კომპანია შპს “გიორგი ჯინო 1972“ და შპს “გლობალ ბილდი“ იღებდა მონაწილეობას, თუმცა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შპს “გიორგი ჯინო 1972“ -ს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალდაბასა და ქვეშის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.

“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები მისცა სკოლამდელ დაწესებულებებს. შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლამდელ დაწესებულებაში, მათ შორის არის ახალდაბაც. რაც შეეხება ქვეშის საბავშვო ბაღს, აქ ტენდერია გამოცხადებული და უნდა მოხდეს მესამე ფლიგელის რეაბილიტაცია, დაემატება ახალი ჯგუფი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოხდება აღნიშნული ფლიგელის გაკეთება“, -გვითხრა ლია კოვზიაშვილმა

გორის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს, რეაბილიტაციის გარდა, 4 სოფელში ახალი საბავშო ბაღის აშენებას გეგმავს.

 

ამავე თემაზე : გორის მერია 4 საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1459 times Last modified on ივნისი 27 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი