მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

საკითხები, რომელთა განხილვასაც გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 37 საკითხი იყო წარმოდგენილი, სხდომის დაწყების წინ დავით რაზმაძემ დეპუტატებს ორი საკითხის ამოღება სთხოვა, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოს გაფართოებას და დებულებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა.

ამავე თემაზე: გორის საკრებულომ გენდერული საბჭოს დებულება სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს

საკრებულოს დეპუტატებმა შეცვლილი დღის წესრიგით 35 საკითხი განიხილეს. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ საკრებულოს სხდომის მოკლე მიმოხილვას.

სხდომაზე დეპუტატებმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცებაზე იმსჯელეს. ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს გამოცდილების მიღების საშუალება ჰქონდეთ.
„მოდის ახალგაზრდა საკმაოდ მომზადებული, აქვს უმაღლესი განათლება, არის მაგისტრი, ამასთანავე წარჩინებით აქვს დამთავრებული და რა ხდება? მაგალითად, ზოგიერთ პოზიციაზე 3-წლიანი გამოცდილებას ითხოვენ, არადა, შესაძლოა საკმარისი უნარებიც აქვს, თუმცა კანონის საფუძველზე ჩვენ ვერ ვასაქმებთ. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზა უნდა მოვძებნოთ", - განაცხადა დავით რაზმაძემ.
საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა ბორის გოგიჩაიშვილისთვის ყოფილი ცირკის შენობის გადაცემის საკითხს. დპუტატები ერმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“თავხედი და უტიფარი ხარ, ორი წიგნი არა გაქვს წაკითხული“, - ეს სიტყვები გააჟღერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ, დამოუკიდებელ დეპუტატის ირმა ამბარდნიშვილის მიმართ.

განხილვა მოჰყვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ვიტალი თაყაძის სახელის მინიჭების ინიციატივასაც.
“ხომ არ შეიძლება ყველას ძეგლი დავუდგათ, ან ქუჩას დავარქვათ სახელი, ესენი უდაოდ გმირები არიან, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს მოსახლების სურვილი არ არის“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც საკრებულომ მხარი უნდა დაუჭიროს.
“300 ადამიანის ხელმოწერა გვაქვს. ეს ისეთი თემაა, რომელსაც მხარი უდაოდ უნდა დავუჭიროთ. ესენი გმირები არიან, პირველი ხარისხის გმირობის ორდენის მფლობელები არიან, მგონია, რომ კითხვების გარეშე უნდა დამდგარიყო ეს საკითხი კენჭისყრაზე“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გორის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გავიდა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1612 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი