მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

საკითხები, რომლებიც საკრებულოს აგრარული კომისიის სხდომაზე განიხილეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომა გაიმართა. რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ კომისიის სხდომის მოკლე მიმოხილვას.

ქონების მართვის ბუნებრივი რესურსების აგრარული და მიწის საკითხთა კომისიის სხდომა:

სხდომაზე მოქალაქე ქეთევან ბერიკაშვილის განცხადებაზე იმსჯელეს, სადაც აღნიშნული პიროვნება, სტალინის სკვერში, სავაჭრო ობიექტის განთავსებაზე იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას ითხოვს სამი თვით. საკითხს დეპუტატების მხრიდან დისკუსია მოჰყვა, კომისიის თავმჯდომარის თქმით ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები და გაკონტროლდეს შესრულების პირობები.

„ხელშეკრულებაში ვადა არის მითითებული სამი თვე, ამ დროის გასვლის შემდეგ ფართი უნდა გათავისუფლდეს, დაუბრუნდეს პირვანდელი სახე ან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ერთი წლის ვადით. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შენობა, სადაც პროცესი მიმდინარეობს, ისევ ისე დგას. ამას უნდა აკონტროლებდეს მერიის შესაბამისი სამსახურები, როდესაც ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, მის ასლს მოვითხოვ და ხელშეკრულების პირობების შესრულებასაც თავად გავაკონტროლებ“, - ამბობს მერაბ მელანაშვილი

აღნიშნულ საკითხს ყველა კომისიის წევრი დაეთანხმა.

დღევანდელ სესიაზე ცნობილი გახდა, რომ კომპანია "სილქნეტი" პირდაპირი განკარგვის წესით ითხოვს, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას 2 წლის ვადით, რომლის მიზანია გარე განათების ბოძებზე (69 ბოძი) ინტერნეტის სადენები დამონტაჟება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტს შემოსავლის სახით, წელიწადში 4 140 ლარი ექნება.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის სხდომაზე გორის ცირკის ძველ შენობაზე ისაუბრეს. კომისიის წევრებმა ახალბაღის ტერიტორიაზე არსებული ცირკის ძველი შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე იმსჯელეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფომ აღნიშნული ტერიტორია ძველ მფლობელს, ბორის გოგიჩაშვილს უნდა გადასცეს.

სხდომაზე განხილვა მოჰყვა გორის თეატრისთვის საინფორმაციო დაფებისა და აფიშების განსათავსებლად ფართის გამოყოფაზე მოთხოვნას.დეპუტატების უმრავლესობა ფიქრობს, რომ თეატრი , რომელსაც მცირე შემოსავალი აქვს და თან სახელმწიფო აფინანსებს არ უნდა იხდიდეს იჯარის ფულს.

“გამოდის სახელმწიფო ფულს იღებ და დებ მუნიციპალიტეტის ჯიბეში. ფული არ უნდა იხადოს თეატრმა, ისედაც მცირე შემოსავალი აქვს. უზურფრუქტის წესით გადავცეთ, ამის უფლება გვაქვს“, - აღნიშნა პაპუნა კობერიძემ

კომისიის თავმჯდომარე მერაბ მელანაშვილი საკითხის გადახედვას და მასში კორექტირების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს.

"მიუღებლად ვთვლი, რომ აუდიტის სამსახურს ეს 4 კვ.მ ფართი შეფასებული აქვს 164 ლარად, ხოლო საიჯარო ქირა, წლიური ერთ კვადრატულ მეტრზე 600 ლარი, ანუ თვეში 50 ლარი. ბანერის დასადგმელად და ინფორმაციის განსათავსებლად ეს არის ძალიან დიდი თანხა, შევეცდები აღნიშნული საკითხი ამ სხდომაზე არ გავიდეს, კორექტირება იქნეს შეტანილი, თანხა შემცირდეს ან სხვა ფორმით იქნეს გადაცემული“, - ამბობს მერაბ მელანაშვილი.

ამავე თემაზე: გორის საინფორმაციო დაფებისა და აფიშების განსათავსებლად ფართის გამოყოფას ითხოვს

ქონების მართვის ბუნებრივი რესურსების აგრარული და მიწის საკითხთა კომისიის სხდომამ დღეს 13 საკითხი განიხილა, რომელსაც 6 ივნისს ბიუროს მეორე სხდომაზე გაიტანენ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 337 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი