მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

"პატრიოტები ხალხის სამსახურში" - ფრაქციის თავმჯდომარის შემოსავალი 12 731 ლარით გაიზარდა

გორის საკრებულოს წევრმა თამარ კოდოშვილმა მეხუთე ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

დოკუმენტი გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. წინა წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით გარკვეული ცვლილებები ფიქსირდება, მათ შორის ოჯახის წევრთა შემოსავლის ნაწილშიც.

თამარ კოდოშვილი 20017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გორის საკრებულოში ფრაქციას "პატრიოტები ხალხის სამსახურში"ხელმძღვანელობს და მისი ყოველთვიური ხელფასი 1200 ლარია. ამ თანამდებობიდან მისმა წლიურმა შემოსავალმა 15534,84 ლარი შეადგინა.

მასთან ერთად ბიუჯეტიდან ანაზღაურებას მისი შვილებიც იღებენ, კონკრეტულად კი ერთი ვაჟი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში IT სპეციალისტია, საიდანაც წლიური ანაზღაურების სახით ჯამში გასულ წელს სულ 4800 ლარი მიიღო, პარალელურად კი საუბნო კომისიის წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საიდანაც 277 ლარი აქვს მიღებული, ისევე როგორც მის მეორე ვაჟს.

საერთო ჯამში ოჯახის მთლიანმა შემოსავალმა გასულ წელს 20 888 ლარი შეადგინა. გასულ წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, კოდოშვილის ოჯახის შემოსავალი 12 731 ლარითაა გაზრდილი, რაც ძირითადად თამარ კოდოშვილის (როგორც ფრაქციის თავმჯდომარის) ხელფასების გაზრდითაა განპირობებული.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2073 times Last modified on მაისი 29 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი