მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

საკითხები, რომლებზეც საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელეს (მიმოხილვა)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ საკრებულოს სხდომის მოკლე მიმოხილვას.

საკრებულოს სხდომა კამათით დაიწყო, რაც საბიუჯეტო თანხების ქართული ოცნების სასარგებლოდ გახარჯვას უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე : ურთიერთბრალდებები საკრებულოში - რატომ ადანაშაულებენ დეპუტატს 2 ხელფასის აღებაში

საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანაზე იმსჯელეს, რაც გულისხმობს ერთჯერად დახმარებას (100 ლარი) სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ და C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა პროგრამის შეჩერება, იმ მოტივით, რომ პროგრამამ არ გაამართლა, დასახვეწია და ბიუჯეტით გათვალისწინებული 18 800 ლარი სრულად გაიხარჯა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბექა ქორჩილავამ ცვლილება გააპროტესტა.

„ახლა აუქმებთ ამ დახმარებას, როცა დღითიდღე ცხოვრება ძვირდება და ამ 100 ლარსაც ართმევთ გაჭირვებულ მოსახლეობას, სირცხვილია“, - ამბობს ბექა ქორჩილავა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ აღნიშნა, რომ თანხის გაცემის წესები მეტ სიზუსტეს საჭიროებს და პროგრამა უნდა შეჩერდეს.

“ეს თანხა ბიუჯეტში არ დევს, თანხები გამონახა აღმასრულებელმა, თანხის გაცემის წესში იყო უზუსტობები და არ იყო ბოლომდე მისაღები, თუმცა 18 800 ლარი მთლიანად გაიხარჯა. ამ ეტაპზე პროგრამის შეჩერება მართებულად მიმაჩნია“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

ერთი თვის წინ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატმა პაპუნა კობერიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში საბავშვო ბაღის აშენება და დასახლებისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საკრებულოს შემდეგ სხდომაზე გაირკვა, რომ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად თანხა 2019 წლის ბიუჯეტში გაწერილი იყო.

ამავე თემაზე : დეპუტატის ინიციატივები, რომლებიც 2019 წლის შესრულების გეგმაში აღმოჩნდა

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გავიდა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1530 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი