მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გორში გადაადგილება უჭირთ

გორში ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გადაადგილება უჭირთ. ქალაქი მათ საჭიროებებს ვერ პასუხობს.

ვიქტორ ქარქიშვილი სამსახურში წასვლისას საზოგადოებრივ ტრანსპორტით ვერ სარგებლობს, ქუჩაში გადაადგილებისას კი - ხშირად მანქანების სავალ გზაზე გადასვლა უწევს, რადგან საფეხმავლო ბილიკები ადაპტირებული არ არის.

“ჩვენს ქალაქში ინფრასტრუქტურის მცირე ნაწილია ადაპტირებული და ესეც ხშირ შემთხვევაში, არასწორადაა გაკეთებული. ხშირად, იმის გამო, რომ ესა თუ ის დაწესებულება ადაპტირებული არ არის, ვერ შევდივარ. ასეთი შეიძლება იყოს აფთიაქი, მაღაზია და ასე შემდეგ“, - ამბობს ვიქტორ ქარქიშვილი.

გორში ადაპრტირებული გარემოს არარსებობა ყოველღიური პრობლემაა სოსო ქუმელაშვილისთვისაც. დღის განმავლობაში, ქალაქში გადაადგილება მისთვის საფრთხის შემცველია.

“მანქანების სავალ გზაზეც მიწევს ხშირად გადასვლა, რადგან ტროტუარები იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ფეხით მოსიარულესაც უჭირს გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიქმნის ყველაზე დიდ პრობლემას, საერთოდ არაა ადაპტირებული და შეუძლებელია ვისარგებლო. გორში, ძირითადად ბანკები და სახელმწიფო შენობებია ადაპტირებული. ახლახანს გააკეთეს პანდუსი ერთ აფთიაქთან, დანარჩენი ისევ პრობლემად რჩება. ზოგან გაკეთებულია და დახრილობა აქვს ძალიან ციცაბო და ვერ გამოიყენებ“, - გვითხრა სოსო ქუმელაშვილმა.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ეს პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურათან ერთად ეტაპობრივად მოწესრიგდება.

“გორის მერიას რამდენიმე წელია დაწყებული აქვს ადაპტირებულ გარემოზე მუშაობა და ამას ეტაპობრივად ახორციელებს. ყველა ახალ პროექტში გათვალისწინებულია სტანდარტების დაცვით პანდუსებისა და სხვა ადაპტაციის საშულებების გაკეთება. პარალელურად, ხდება არსებული შენობების ადაპტირებაც“, - ამბობენ მერიაში. 

რამდენიმე წლის წინ გორელებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნის მოთხოვნით პეტიცია შექმნეს. მას შემდეგ ამ მხრივ ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი ბოლომდე არ მოგვარებულა - დაწესებულებების დიდი ნაწილი, მოსაცდელები, საფეხმავლო ბილიკები და საზოგადოებრივი ტრასპორტი კვლავაც ვერ პასუხობს ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებებს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1416 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი