მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

"მოზაიკას" მასალის შემდეგ, კეთილმოწყობის სააგენტომ გორში სოციალური საცხოვრისი დაასუფთავა

რადიო "მოზაიკას" მასალის შემდეგ, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ კომბინატში მდებარე სოციალური საცხოვრისი დაასუფთავა.

კომბინატის დასახლებაში ყოფილი ნარკოლოგიურის შენობის სარდაფი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა დაასუფთავეს. ეს აქტივობა სააგენტომ მას შემდეგ განახორციელა, რაც რადიო “მოზაიკამ“ აღნიშნულ პრობლემაზე მასალა მოამზადა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბინძურებული სარდაფის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.

“რადიო "მოზაიკას" სტუმრობის შემდეგ მოვიდნენ დასუფთავებიდან და დაალაგეს სარდაფი. სამი მანქანა ნაგავი გაიტანეს, რომელიც წლების განმავლობაში ჩაბინძურებული იყო. არ ვიცოდით ვისთვის მიგვემართა, კმაყოფილები ვართ და მადლობას გიხდთ, რომ მიიტანეთ გულთან ჩვენი პრობლემა და დაგვეხმარეთ“, - ამბობენ ადგილობრივები

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მისი თქმით მნიშვნელოვანია მედიასაშუალებები აშუქებდნენ მსგავს პრობლემებს და ინფორმაცია მიდიოდეს შესაბამის უწყებამდე.

“რადიო "მოზაიკას" სიუჟეტიდან გავიგე აღნიშნული პრობლემის შესახებ, მე მივმართე წარმომადგენელს, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი გავიდა ადგილზე, დავათვალიერეთ დასასუფთავებელი ტერიტორია და მეორე დღეს ჩავატარეთ დასუფთავების აქცია. მედიასაშუალებების როლი მნიშვნელოვანია, რომ გააშუქოს მსგავსი პრობლემა და დროულად მოვიდეს ჩვენამდე ამბავი. ეს ჩვენ გვეხმარება, გავიგოთ, სად რა პრობლემაა და რისი აღმოფხვრაა შესაძლებელი. ეს ჩვენთვისაც სასარგებლოა და ხალხისთვისაც", -  აღნიშნა ბაჩანა გვიანაშვლმა

ადგილობრივები რამდენიმე დღის წინ, რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას ამბობდნენ, რომ იმ შენობის სარდაფი, სადაც მერიამ შეასახლა, წლების განმავლობაში დანაგვიანებული იყო. პრობლემის მსოსაგვარებლად კი არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ. მათი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა რადიო “მოზაიკა“ აღმოჩნდა.

მასალის მომზადებას გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა - სააგენტომ ადგილობრივების მოთხოვნის შესაბამისად, შენობის სარდაფი რამდენიმე დღეში დაასუფთავა. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1496 times Last modified on აპრილი 17 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი