მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერიას წლის პირველ კვარტალში ჯილდო არ გაუცია

“მიმდინარე წელს ჯილდოს სახით თანხა არ გაცემულა და არც მომავალი წლის ბიუჯეტშია გაწერილი თანხა ჯილდოსთვის“, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან აცნობეს.

გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დალი ტლაშაძის თქმით, ჯილდოები ბიუჯეტში ცალკე მუხლად არ არის გაწერილი და ის თავიდანვე სახელფასო თანხებში მოიაზრება

"შეიძლება ეს თანხა იყოს ეკონომიით მორჩენილი, ან რომელიმე პოზიციაზე კონკურსი იყოს გამოცხადებული და შესაბამისად, ხელფასი ამ პერიოდში არ გაიცეს“, - აღნიშნა დალი ტლაშაძემ.

2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს (გარდა მერის მოადგილისა) პრემია დანამატების მიღება აეკრძალათ, ეს ტერმინი კი კანონში სიტყვა ჯილდომ ჩაანაცვლა.

2018 წელს აღნიშნული ცვლილებების შედეგად, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ხელფასები მოიმატეს, ჯილდო კი მთელი წლის განმავლობაში არ მიუღიათ. დანარჩენი თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის მერის მოადგილეებმა, ჯილდო საახალწლოდ მიიღეს, რომლის მთლიანმა ოდენობამ 161 385 ლარი შეადგინა.

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1427 times Last modified on აპრილი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი