Back to Top
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2020 14:17

გორის ზოოპარკის დათვისთვის 2 160 ცალი ძველი პური იყიდეს

გორში, დასვენების პარკ "ახალბაღში" მდებარე ზოოპარკში მყოფი დათვისთვის კეთილმოწყობის სააგენტომ 2 160 ცალი ძველი პური იყიდა.


სააგენტომ ძველი პურის საყიდლად, ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ნიკა გერმანიშვილთან გააფორმა. ჯამში, 2 160 ცალი ძველი პურის შესაძენად 648  ლარი დაიხარჯა.

 

კეთილმოწყობის სააგენტო დათვისთვის ნაყიდ 1 ცალ ძველ პურში 30 თეთრი გადაიხადა.


როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, 2 160 ძველი პურის მიწოდება ინდ. მეწარმემ ეტაპობრივად წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს.


გარდა ამისა, სააგენტომ ზოოპარკში არსებული სხვადასხვა ფრინველებისთვის, 500 კგ მშრალი საკვები შეიძინა. აღნიშნული რაოდენობის საკვები ფრინველებს 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა ეყოთ.


ფრინველის საკვებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 750 ლარი იხარჯება.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 785 times