ენმ: ოთხი უფუნქციო ბაღის წარმომადგენლებზე გაცემული ხელფასები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა

აპრილი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქვემო ხვითის, ფხვენისის, ტინისხიდის, ზერტის საბავშვო ბაღები არ ფუნციონირებს, მათი წარმომადგენლები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ, - განაცხადა რადიო ,,მოზაიკასთან“ ენმ-ს წევრმა ბადრი ბასიშვილმა.

მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის აღნიშნული დაწესებულებების შენობები დაკეტილია, მათი დაფინანსებისთვის გაწერილი თანხები კი მაინც იხარჯება. რაც ოპოზიციის შეფასებით, დარღვევაა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა.

,,ზერტის საბავშვო ბაღი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შენობა დაკეტილია და გორის მერია მის წარმომადგენლებზე ხელფასს მაინც გასცემს. ანალოგიური ვითარებაა ქვემო ხვითის, ფხვენისის, ტინისხიდის, საბავშვო ბაღებშიც. გორის მერბა, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვერ მოაბა თავი პრობლემის აღმოფხვრა დაეწყო. მისი უნიათობის გამო, მოსახლეობა ზარალდება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გორელების ფული არამიზნობრივად იხარჯება; მეორე ისიც, რომ ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. მშობლების ნაწილს ბავშვები გორის საბავშვო ბაღებში დაჰყავთ, ბაწილი კი სერთოდ ვერ სარგებლობს ამ სერვისით და სახლში რჩება. კონკრეტულად, ზერტის საბავშვო ბაღის შემთხვევაზე გეტყვით იმას, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მის წარმომადგენლებზე ბიუჯეტიდან 1000 ობით ლარია დახარჯული, შენობას კი არც რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თუ იქ ბავშვების ტარება უსაფრთხო არ იყო, არც ახლის აშენებაზე უზრუნია მერიას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ შენობაში იღებდნენ პატარებს, თუმცა მოგვანებით მშობლებს განუმარტეს, რომ შენობა ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ბაღი დაკეტეს, თუმცა ხელფასების გაცემას ბაღის თანამშრომლებზე მერია დღემდე აგრძელებს, რაც დარღვევას წარმოადგენს“, - განმარტავს ბადრი ბასიშვილი.

Read 1951 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი